reportiori.ge - ევროპის ლიგის 1/16 ფინალი: ჯაბა კანკავას მეტოქედ ტოტენჰემი ერგო...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:24
სპორტი
ევროპის ლიგის 1/16 ფინალი: ჯაბა კანკავას მეტოქედ ტოტენჰემი ერგო...
17 დეკემბერი, 2013. 13:53

ჩემპიონთა ლიგის გარდა, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ ბინაში, ევროპის ლიგის წილისყრაც ჩატარდა. თუმცა, იმ განსხვავებით, რომ ამ ტურნირზე ორი ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. ამ პროცედურების შედეგად, ევროპის ლიგის 1/16 ფინალისა და 1/8 ფინალის წყვილები გაირკვა. ევროპის ლიგის მიმდინარე სეზონი გაისად, 20 თებერვალს განახლდება. 1/16 ფინალური მატჩები თებერვალში, ხოლო 1/8 ფინალები მარტში ჩატარდება.

ევროპის ლიგაზე ქართველი ლეგიონერების გუნდიც ასპარეზობს და წყვილებს შორის, ერთი განსაკუთრებით თვალშისაცემია - ჯაბა კანკავას უკრაინული „დნეპრის" მეტოქე ინგლისური გრანდი, ლონდონის „ტოტენჰემი" გახლავთ. „დნეპრში" კანკავას გარდა კიდევ ორი ქართველი, შემტევი სანდრო კობახიძე და მცველი უჩა ლობჟანიძე ირიცხებიან, მაგრამ მათ ამ სეზონში ძალზე ცოტა თამაშმა მოუწიათ...

რაც შეეხება სხვა წყვილებს, ალბათ ყველაზე დიდ ინტერესს ინგლისური „სუონსისა" და იტალიური „ნაპოლის" მომავალი დაპირისპირება იწვევს. ასევე საინტერესო ბატალიები გველის პორტუგალიური „პორტუსა" და გერმანული ფრანკფურტის „აინტრახტის" წყვილსა და „იუვენტუსი" „ტრაბზონსფორის" შერკინებისას...

ევროპის ლიგის 1/16 ფინალისა და 1/8 ფინალის წყვილებს აქვე გაგაცნობთ...



ევროპის ლიგა. 1/16 ფინალი. პირველი მატჩები


20.02.2014.

ანჟი (რუსეთი) - გენკი (ბელგია)

დინამო (კიევი, უკრაინა) - ვალენსია (ესპანეთი)

პაოკი (საბერძნეთი) - ბენფიკა (პორტუგალია)

სლოვანი (ლიბერეცი, ჩეხეთი) - ალკმაარი (ჰოლანდია)

ჩერნომორეცი (ოდესა, უკრაინა) - ლიონი (საფრანგეთი)

დნეპრი (უკრაინა) - ტოტენჰემი (ინგლისი)

იუვენტური (იტალია) - ტრაბზონსფორი (თურქეთი)

ესბიერგი (დანია) - ფიორენტინა (იტალია)

აიაქსი (ჰოლანდია) - ზალცბურგი (ავსტრია)

მაქაბი (თელ ავივი, ისრაელი) - ბაზელი (შვეიცარია)

პორტუ (პორტუგალია) - აინტრახტი (ფრანკფურტი, გერმანია)

მარიბორი (სლოვენია) - სევილია (ესპანეთი)

ვიქტორია (პლზენი, ჩეხეთი) - შახტიორი (დონეცკი, უკრაინა)

ბეტისი (ესპანეთი) - რუბინი (რუსეთი)

სუონსი (ინგლისი) - ნაპოლი (იტალია)

ლაციო (იტალია) - ლუდოგორეცი (ბულგარეთი)

 


ევროპის ლიგა. 1/16 ფინალი. საპასუხო მატჩები


27.02.2014.

რუბინი (რუსეთი) - ბეტისი (ესპანეთი)

ნაპოლი (იტალია) - სუონსი (ინგლისი)

სევილია (ესპანეთი) - მარიბორი (სლოვენია)

შახტიორი (დონეცკი, უკრაინა) - ვიქტორია (პლზენი, ჩეხეთი)

ზალცბურგი (ავსტრია) - აიაქსი (ჰოლანდია)

ბაზელი (შვეიცარია) - მაქაბი (თელ ავივი, ისრაელი)

აინტრახტი (ფრანკფურტი, გერმანია) - პორტუ (პორტუგალია)

ლუდოგორეცი (ბულგარეთი) - ლაციო (იტალია)

ფიორენტინა (იტალია) - ესბიერგი (დანია)

ტოტენჰემი (ინგლისი) - დნეპრი (უკრაინა)

გენკი (ბელგია) - ანჟი (რუსეთი)

ვალენსია (ესპანეთი) - დინამო (კიევი, უკრაინა)

ბენფიკა (პორტუგალია) - პაოკი (საბერძნეთი)

ალკმაარი (ჰოლანდია) - სლოვანი (ლიბერეცი, ჩეხეთი)

ლიონი (საფრანგეთი) - ჩერნომორეცი (ოდესა, უკრაინა)

ტრაბზონსფორი (თურქეთი) - იუვენტუსი (იტალია)

 

 


ევროპის ლიგა. 1/8 ფინალი. პირველი მატჩები


13.03.2014.

სლოვანი / ალკმაარი - ანჟი / გენკი

ლაციო / ლუდოგორეცი - დინამო / ვალენსია

პორტუ / აინტრახტი - სუონსი / ნაპოლი

ჩერნომორეცი / ლიონი - ვიქტორია / შახტიორი

მარიბორი / სევილია - ბეტისი / რუბინი

მაქაბი / ბაზელი - აიაქსი / ზალცბურგი

დნეპრი / ტოტენჰემი - პაოკი / ბენფიკა

იუვენტური / ტრაბზონსფორი - ესბიერგი / ფიორენტინა


 

ევროპის ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩები 2014 წლის 20 მარტს გაიმართება. 1/4 ფინალის წილოსყრა 21 მარტს, ხოლო ნახევარფინალისა 11 აპრილს შედგება. 2014 წლის 14 მაისს კი ტურნში, „იუვენტუსის" საშინაო არენაზე „დელე აპლიზე" ევროპის ლიგის ფინალური მატჩი ჩატარდება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016