reportiori.ge - ბათუმში კრიზისების მართვის დროებითი შტაბის სხდომა გაიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 03:33
რეგიონები
ბათუმში კრიზისების მართვის დროებითი შტაბის სხდომა გაიმართა
17 დეკემბერი, 2013. 14:10

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ბათუმში კრიზისების მართვის დროებითი შტაბის სხდომა გამართა და სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირებისგან ანგარიში მოისმინა.


სხდომაზე აჭარაში უამინდობის გამო შექმნილი ვითარება და პრობლემების გადაჭრის გეგმები განიხილეს. გუშინ გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, დღეს აჭარის რეგიონში შემოყვანილია დამატებითი ტექნიკა, რათა გზების უფრო სწრაფი და ეფექტიანი გაწმენდა მოხდეს. გეგმის მიხედვით, მთელ რეგიონში გზების გაწმენდა დღის ბოლომდე დასრულდება.


შტაბის წევრებმა ასევე განიხილეს ელექტროენერგიის აღდგენის საკითხი. რეგიონში ამ დროისთვის აბონენტების 90%-ს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. ენერგეტიკის სამინისტრო რამდენიმე სოფელში ელექტროენერგიის აღსადგენად სამუშაოებს ინტენსიურად ატარებს.


სხდომაზე საუბარი ასევე ციტრუსის სეზონს შეეხო. საქართველოს მაშტაბით ციტრუსის მოსავალი წელს 80 000 ტონას შეადგენს, აქედან 60% ექსპორტზე გაიგზავნება. გზებზე უამინდობით გამოწვეული ვითარების გამო, ციტრუსის გადატანა შეფერხებული იყო. დღეს გზების გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ციტრუსის მოსავლის შეუფერხებლად გადატანა ჩაბარების პუნქტებამდე იქნება უზრუნველყოფილი.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016