კინოფილმ „მანდარინების" შემქმნებლები, „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ სხვადასხვა საიტები უკანონდ ათავსებენ ფილმს თავიანთ გვერდებზე.
„მოგახსენებთ, რომ კინოფილმი „მანდარინები" შექმნილი და დამზადებულია ჩვენი საპროდუსერო ჯგუფის მიერ. აქედან გამომდინარე ვავრცელებთ ოფიციალურ მიმართვას, რომელიც ვრცელდება ყველა იმ ინტერნეტ გვერდის მიმართ, რომელთაც უკანონოდ განათავსეს აღნიშნული ფილმი თავიანთ საიტებზე და ამით უხეშად დაარღვიეს ჩვენი უფლებები:
საქართველოს კანონის საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, მუხლი №18 ქვეპუნქტი 2"-ის თანახმად, საჯაროდ მოგიწოდებთ, დაუყონებლივ შეწყვიტეთ კინოფილმ „მანდარინების" უნებართვოდ გავრცელება ან/და ნაწარმოების ნებისმიერი სხვაგვარი ფორმით გამოყენება!"- ნათქვამია განცხადებაში.