reportiori.ge - ვიქტორ იანუკოვიჩმა ილია მეორე იაროსლავ ბრძენის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:23
რელიგია
ვიქტორ იანუკოვიჩმა ილია მეორე იაროსლავ ბრძენის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა
ავტორი:
28 ივლისი, 2013. 13:54

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები იაროსლავ ბრძენის I ხარისხის ორდენებით დააჯილდოვამსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების პირველ პირებს, იანუკოვიჩმა გუშინ უმასპინძლა. უკრაინის პრეზიდენტმა მართლმადიდებლური სარწმუნოების მნიშვნელობასა და ღირებულებებზე ისაუბრა და პატრიარქებს თავიანთ ქვეყნებში რწმენის გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა. ვიქტორ იანუკოვიჩის განკარგულებით, მსოფლიოში მართლმადიდებლობის გაძლიერებისკენ მიმართული საქმიანობისთვის იაროსლავ ბრძენის პირველი ხარისხის ორდენები გადაეცათ;  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს, ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქ თეოდორე მეორეს, იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქ თეოფილე III-, , სერბეთის პატრიარქ ირინეოსს, ბულგარეთის პატრიარქ ნეოფიტს, ახალი იუსტინიანისა და სრულიად კვიპროსის არქიეპისკოპოს ქრიზოსტომოს II-, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის პატრიარქ საბას და სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ ტიხონს. კიევში ვლადიმირის მთაზე რუსეთის ნათლისღების 1025 წლისთავთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვაც გაიმართა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც დაესწრო. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით რუსეთში 23 ივლისს გაემგზავრა და საქართველოში 30 ივლისს დაბრუნდება. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016