reportiori.ge - "საპარტნიორო ფონდმა" მორიგი ინფრასტრუქტურული პროექტი დაასრულა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:03
რეგიონები
"საპარტნიორო ფონდმა" მორიგი ინფრასტრუქტურული პროექტი დაასრულა
ავტორი:
28 ივლისი, 2013. 16:20

"საპარტნიორო ფონდმა" მორიგი ინფრასტრუქტურული პროექტი დაასრულა. ყვარელში, ილიას ტბის მიმდებარედ სასტუმრო "როიალ ბატონი" გაიხსნა, რომელიც "საპარტნიორო ფონდის" და კომპანია "ვინივერია ჯგუფის" ერთობლივი დაფინანსებით აშენდა. გახსნის ცერემონიალს ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია დაესწრნენ. სასტუმროში დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა, კონკურსის წესით, "ვინივერია ჯგუფმა" ადგილობრივი მოსახლეობისგან შეარჩია. სასტუმრო "როიალ ბატონი" რიგით მეორე ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც საპარტნიორო ფონდის დაფინანსებით დასრულდა. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ფონდი ტურიზმის განვითარების მიმართულებით კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტში მონაწილეობს. კერძოდ, ესენია: ხუთვარსკვლავიანი "რიქსოსის" სასტუმრო ლიკანში რომლის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 38 მლნ აშშ დოლარია და ასევე, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "რედისონი" წინანდალში 16,8 მლნ აშშ დოლარის საინვესტიციო ღირებულებით. "წლის დასაწყისიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 25%-ით არის გაზრდილი, რაც ზრდის კარგი მაჩვენებელია. ასეთ ნაკადს რომ მომზადებული შევხვდეთ, თანამედროვე ინფრასტრუქტურირებული ტურისტული ობიექტების სიმრავლე იქნება აუცილებელი. მივესალმებით და ყოველმხრივ მხარს ვუჭერთ საპარტნიორო ფონდის მისიას, რომელიც საწყის წამახალისებელ ინვესტიციებს ახორციელებს კერძო სექტორის ინიციატივების ხელშესაწყობად." - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საპარტნიორო ფონდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საინვესტიციო მიმართულება ტურისტული ინფრასტრუქტურაა. "ჩვენი მიდგომაა ხელი შევუწყოთ იმ პროექტებს, რომლებიც რეგიონებში ხორციელდება და მაღალი ტურისტული პოტენციალით გამოირჩევასასტუმრო "როიალ ბატონი" კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ითანამშრომლოს სახელმწიფომ და კერძო სექტორმა. ფონდი ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევისას განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს იმ ფაქტორს, გახდება თუ არა განხორციელებული ინვესტიცია რეგიონში ტურისტული ინფრასტუქტურის განვითარების ბიძგის მიმცემი. ვფიქრობ, ამ კუთხითაც ოთხივე პროექტი სწორად და მართებულადაა შერჩეული." -განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016