კულტურა
კონსერვატორიაში ჯაზის საღამო გაიმართება
ავტორი: სოფო როშნიაშვილი
18 დეკემბერი, 2013. 15:51
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, დღეს 20:00 საათზე, ფესტივალის „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" ფარგლებში, ჯაზის საღამო გაიმართება.
მსმენელის წინაშე ბექა გოჩიაშვილი წარსდგება. მასთან ერთად დაუკრავენ მარკუს გილმორი და ბენ ვილიამსი. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ასევე საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი კონსტანტინე შამრაის მონაწილეობით, ქართული ტრადიციული მუსიკის კონცერტი, თენგიზ ამირეჯიბის საიუბილეო საღამო და კამერული მუსიკალური კონცერტი, რომლის სოლისტიც ლიანა ისაკაძე იქნება.
ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" 1997 წელს დაარსდა. იგი ყოველწლიურად იმართება დეკემბრის მეორე ნახევარში და ორი კვირა გრძელდება.
13 თებერვალი, 2016. 13:40
12 თებერვალი, 2016. 00:11
09 თებერვალი, 2016. 00:52
08 თებერვალი, 2016. 17:08
08 თებერვალი, 2016. 16:03
08 თებერვალი, 2016. 12:02
04 თებერვალი, 2016. 12:00
04 თებერვალი, 2016. 11:23
03 თებერვალი, 2016. 12:30
03 თებერვალი, 2016. 04:27
31 იანვარი, 2016. 01:21
29 იანვარი, 2016. 21:29
29 იანვარი, 2016. 02:50