ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული ამნისტიის პროექტი პირველი და მეორე მოსმენით განხილული და მიღებულია, მისი საბოლოო მოსმენა კი, მომავალი კვირისთვის იგეგმება. "ამნისტიის შესახებ" პროექტის თანახმად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ის ფიზიკური და იურიდიული პირები თავისუფლდებიან, რომლებიც კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადდებიან და ნებაყოფლობით ჩააბარებენ ფარულ ჩანაწერებს. კანონპროექტის ავტორის, ეკა ბესელიას განცხადებით, ამნისტია იმ პირებზე არ გავრცელდება, რომლებმაც ფარული ჩანაწერები უკვე გამოიყენეს და გაავრცელეს. აღნისნულ პროექტს "ნაციონალური მოძრაობა" მხარს არ უჭერს. მათი განცხადებით, გამოძიებულ უნდა იქნას ყველა კონკრეტული ფაქტი და დაისაჯოს ყველა პირი, ვინც დაკავშირებული იყო ასეთი საქმეებთან.