საქართველოს შსს მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფოთში, სასაზღვრო დაცვის იუბილეზე სიტყვით გამოვიდა. მან ამ კუთხით ქვეყნის განვითარებაზე და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. „მოწვეულო სტუმრებო, ჩვენი შეკრების მიზეზი ყველასათვის ნათელია, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სანაპიროს დაცვის დაარსების მეთხუთმეტე წლისთავს ავღნიშნავთ. 1998 წლის 28 ივლისი საქართველოს სახელმწიფოს ისტორიაში განსაკუთრებული თარიღია. სწორედ ამ დღეს საქართველოს თავისი სასაზღვრო ძალებით პირველად შეუდგა კუთვნილი ტერიტორიული მიწების დაცვას. არ შეიძლება არ აღინიშნოს იმ მეგობარი სახელმწიფოების როლი რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების საქმეში და საჩუქრად გადმოგვცეს სასაზღვრო გემები, კატარღები,ნავები და სათანადო აღჭურვილობა. ეს ქვეყნებია აშშ, გერმანია, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა. აშშ-მ საქართველოს საზღვრების უსაფრთხოებისთვის მიიღო მრავალჯერადი დახმარების პროგრამები. ყოველწლიურად გამოიყოფა თანხები საქართველოს საზღვრის გაძლიერებისა და სუვერენიტეტეის განმტკიცებისათვის. 1999 წლიდან თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთან ყოველწლიურად აფორმებს სამხედრო გრანტის შესაბამის ხელშეკრულებებს. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დიდი და დაძაბული შრომის შედეგად შეძლო გაეკონტროლებინა თავის სახელმწიფო საზღვრები. ჩვენ გვჯერა რომ სანაპირო დაცვის სამსახურის განვითარების და საზღვაო უსაფრთხოების სფეროში დასახული ამოცანების წარმატებული შესრულებით მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ სტრატეგიული, სტრანსპორტო და ენეგეტიკული პროექტების განხორციელებისთვის. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია მთელი რეგიონის განვითარებისთვის. არ შემიძლია გვერდი ავუარო ჩვენი ქვეყნის საერთო სატკივარს, ოკუპირებულ ტერიტორიებს. განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდებით საქართველოს ტერიტორიული ზღვის, აფხაზეთის მონაკვეთს. რომელზეც ჯერ-ჯერობით ფაქტობრივ კონტროლს ვერ ვახორციელებთ. ეს დიდი პრობლემაა. რომელსაც მხოლოდ გონივრული და მშვიდობიანი მიდგომა სჭირდება. მინდა პატივი მივაგო იმ ოფიცერთა ხსოვნას, რომლებიც სახელმწიფო საზღვრის დაცვისას დაიღუპნენ. ბატონო მესაზღვრეებო, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ თავდადებისათვის რომლითაც ემსახურებით ჩვენს ქევყანას , მე მჯერა კვლავაც ღირსეულად განაგრძობთ სამსახურს და თუ საჭირო გახდება სიცოცხლეს არ დავიშურებთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ვისურვებდი რომ უახლოეს მომავალში თქვენი მოვალეობა შეგესრულებინოთ გამთლიანებულ საქართველოში. შსს-ს სახელით მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო აშშ-ს, თურქეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის უკრაინის მთავრობებს აქ დამსწრე უცხოელ სტუმრებს და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებს საქართველოს სანაპირო დაცვის გამტკიცების საქმეში გაწეული დახმარებისთვის, საქართველოს სანაპირო დაცვის აღმშენებლობისთვის მისი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სრულყოფისთვის . ამგვადი დახმარება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და ამას ნამდვიოლად ვაღიარებთ და ვაფასებთ. „-განაცხადა ღარიბაშვილმა.