არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება" მთავარ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დავით ჭაკუას ექსტრადიციის დაჩქარების მოთხოვნით მიმართვას. „რამდენიმე დღის წინ დავით ჭაკუას ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა, რომ ჭაკუას გადაწყვეტილი აქვს, მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს, რათა საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს. ბატონი ველიჯანაშვილის განცხადებით, იქედან გამომდინარე, რომ ბრალდებული ჭაკუა არ ენდობა ქართულ მართლმსაჯულებას, ვენაში ჩაბარდა სამართალდამცველებს. ეს არაადეკვატური განცხადებაა იმ პირის მხრიდან, რომელიც ბრალდებულია პატიმრების წამებასა და არადამიანურ მოპყრობაში, არ აქვს მორალური და ზნეობრივი უფლება (თუ ასეთი საერთოდ გააჩნია) გააკეთოს მსგავსი განცხადება", - აცხადებენ ორგანიზაციაში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ორგანიზაციის წევრები დღეს პრესკონფერენციას გამართავენ. მთავარი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი ჭაკუას ექსტრადიციის დაჩქარების მოწოდების გარდა, სამოქალაქო სექტორისადმი კონკრეტული ინიციატივებს დააფიქსირებენ.