reportiori.ge - მართლმადიდებლური ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:48
რელიგია
მართლმადიდებლური ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს
19 დეკემბერი, 2013. 11:15

დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინებ. წმინდა ნიკოლოზი სასწაულმოქმედ  და საქართველოს ეკლესიის მფარველ  წმინდანად ითვლება, მან სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა.


მარტო თბილისში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის სახელობის ხუთი ეკლესიაა.


ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 19 დეკემბერს წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეს და 22 მაისს  ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმინდა ნაწილების მირონიდან ქალაქ ბარიში გადასვენების დღეს.


 წმიდა  ნიკოლოზ საკვირველმოქმედი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, ლუკიის ოლქის პათარში  ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა. მის მშობლებს - თეოფანესა და ნონას - შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ  უფალს მემკვიდრის მონიჭებას, მათ აღთქმა დადეს, რომ თუ სათხოვარი შეუსრულდებოდათ, ნანატრ შვილს უფალსვე შესწირავდნენ. უფალმა მათი ლოცვა შეისმინა და ნონას ვაჟი ეყოლა, რომელსაც ნიკოლოზი  დაარქვეს. წმიდანმა დაბადებისთანავე აღასრულა პირველი სასწაული, მშობიარობის შემდეგ დედამისი ხანგრძლივი სნეულებისგან განიკურნა. ახალშობილი ყრმა ნათლისღებისას ემბაზში ფეხზე იდგა ყველას დაუხმარებლად. წმიდა ნიკოლზმა მარხვაც ჩვილობაში დაიწყო. ოთხშაბათობით და პარასკეობით მხოლოდ ერთხელ ღებულობდა დედის რძეს, მას შემდეგ, რაც მშობლები საღამოს ლოცვით კანონს აღასრულებნდენ.

ნიკოლოზი სიყრმიდანვე საღვთო წერილით ზრდებოდა.  წმიდანის ბიძამ, პათარის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა, რომელსაც მეტად ახარებდა ძმისწულის სულიერი წინსვლა და ღვთისმოშიშება, ჯერ მედავითნედ დაადგინა იგი, შემდეგ კი მღდვლად აკურთხა.

მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა  ღრმა  მოხუცებულობას  მიაღწია და 345-351 წლებში გარდაიცვალა. მისი მირონმდინარე წმიდა ნაწილები ადგილობრივ საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული და მრავალ სნეულს კურნავდა.

 1087 წელს ეს სიწმინდე იტალიის ქალაქ ბარში გადაასვენეს.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016