reportiori.ge - დღეს ქართველ მეფეთა სუფრის პრეზენტაცია გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 20:59
კულტურა
დღეს ქართველ მეფეთა სუფრის პრეზენტაცია გაიმართება
19 დეკემბერი, 2013. 13:55

დღეს, 14:00 საათზე საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში ქართველ მეფეთა სუფრის პრეზენტაცია გაიმართება. დაგეგმილ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება იმერეთის მეფის სოლომონ II-ის ოქრომკედით მორთული საზეიმო სუფრა და მეცხრამეტე საუკუნის უნიკალური ვერცხლით მოჭედილი ყანწი, რომელიც ამასთანავე გამოყენებული იყო ფილმში ქეთო და კოტე" როგორც რეკვიზიტი და მას თავად ლევანის ყანწსაც" უწოდებენ. მისი ზომა 80 სანტიმეტრია და 3 ლიტრა ღვინო ეტევა.


სამეფო სუფრა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს მსახიობ დათიკო  ჩხეიძის  შთამომავალმა გადმოსცა. ლეგენდის თანახმად, სოლომონ II-ს მხლებლებთან ერთად ამ სუფრაზე ჩხეიძეების მამულში უზეიმია. სუფრის მდგომარეობა იმდენად საგანგაშო იყო, რომ იგი სასწრაფო რესტავრაციას ითხოვდა, კომპანია beeline"-მა ექსპონატის რესტავრაცია დააფინანსა, რომლის დროსაც გამაგრდა დაცრეცილი საფუძველი და აღდგა დაშლილი ნაქარგობა.


beeline"-მა ასევე დააფინანსა თავადი ლევანის ყანწის" რესტავრაციაც. სასმისი მძიმე მდგომარეობაში გადმოეცა მუზეუმს, მიმდინარეობდა ძვლის ფენის კოროზია, ყანწის მოსართავების რამდენიმე ელემენტი დაკარგული და მის ნაცვლად, იაფფასიანი ლითონის ელემენტები იყო დამაგრებული. რესტავრაციის პროცესში მთლიანად გამაგრდა ძვლის ფენა, გამოიცვალა დაკარგული ელემენტები, მოივერცხლა და დაძველდა.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016