ზაზა ბილიხოძე გაზეთში „საქართველოს რესპუბლიკა" სტატიას აქვეყნებს და ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველოს" მიერ გამოვლენილ შემთხვევებზე საუბრობს.
როგორც სტატიის ავტორი წერს, მიხეილ სააკაშვილი ყოველმხრივ ცდილობდა პარლამენტი მონურ მორჩილებაში ჰყოლოდა. ის ამისათვის ათასგვარ მეთოდებს იყენებდა. ერთ-ერთი იყო ყოველგვარი კონტროლის მოშლა და პირიქით, ხელშეწყობაც კი ხალხის რჩეულთა ბიზნესსაქმიანობაზე.
„კომპანიების ფლობისა და მათში წილის განკარგვის მხრივ აშკარა ლიდერია „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პარლამენტის წევრი (2008-2012 წ.წ.) გოჩა ენუქიძე. იგი მფლობელია ან მეწილეა 37 კომპანიაში. გამოვყოფდით რამდენიმე მსხვილ ფირმას: „იბერია ავტო", „იბერია სერვისი", „იბერია ავტო ლენდი", „იბერია მოტორსი", „იბერია ტექავტომპობილები" და სხვა. ენუქიძე „ხელი-ხელს ბანს" პრინციპით იყო დაკავშირებული „ნაცმოძის" ელიტასთან. იგი ვითომ ჩატარებულ მრავალ სახელმწიფო „ტენდერშია" გამარჯვებული და წარმოადგენს სამთავრობო თანხების ერთ-ერთ მსხვილ მიმღებს. ენუქიძემ, 2010-2013 წლებში „ტენდერების" მეშვეობით სულ მცირე 16,4 მლნ მოგება მიიღო - ამბობენ არასამთავრობოში და ამტკიცებენ, რომ მარტო 2012-2013 წლებში გამარტივებული შესყიდვების გზით, მისმა კომპანიებმა 6,6 მლნ ლარის მოგება ნახეს", - წერს გაზეთი.