reportiori.ge - „საქართველოს რესპუბლიკა": ზურაბ ნოღაიდელი „მბრუნავი კარით“ მოძრაობდა მთავრობასა და კერძო სექტორს შორის!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 17:35
მედია
„საქართველოს რესპუბლიკა": ზურაბ ნოღაიდელი „მბრუნავი კარით“ მოძრაობდა მთავრობასა და კერძო სექტორს შორის!
ავტორი:
19 დეკემბერი, 2013. 16:36

ზაზა ბილიხოძე გაზეთში „საქართველოს რესპუბლიკა" სტატიას აქვეყნებს და ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველოს" მიერ გამოვლენილ შემთხვევებზე საუბრობს.


როგორც სტატიის ავტორი წერს, მიხეილ სააკაშვილი ყოველმხრივ ცდილობდა პარლამენტი მონურ მორჩილებაში ჰყოლოდა. ის ამისათვის ათასგვარ მეთოდებს იყენებდა. ერთ-ერთი იყო ყოველგვარი კონტროლის მოშლა და პირიქით, ხელშეწყობაც კი ხალხის რჩეულთა ბიზნესსაქმიანობაზე.


„მონიტორინგის ჯგუფის მოწოდებული ინფორმაციით, ბიზნესთან უბირად არც საქართველოს ყოფილი პრემიერები იყვნენ. „მბრუნავი კარის" მთოდით, 8 პრემიერიდან (2004 წლიდან) 5 ხელისუფლებაში ან ბიზნესიდან მოვიდა, ან გადადგომის შემდგომ წავიდა ბიზნესში (იყო ორივე საქმიანობის შეთავსების შემთვევებიც) მაგალითად, ზურაბ ნოღაიდელი „მბრუნავი კარით" მოძრაობდა მთავრობასა და კერძო სექტორს შორის. 2005 წლამდე, ვიდრე პრემიერი გახდებოდა, ნოღაიდელი ექვსი სხვადასხვა კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო, მაგრამ ქონებრივ დეკლარაციაში არცერთი არ ჰქონდა მითითებული. იკვეთება ისიც, რომ ბევრმა თანამდებობის პირმა მთავრობიდან წასვლის შემდეგ სწრაფ წარმატებებს მიაღწია ბიზნესში საეჭვოდ მოკლე დროში და ერთი შეხედვით მწირი შემოსავლების მქონემ. მათ უცებ უფორმებდნენ გამარჯვებებს „ღია ტენდერებში". სახელმწიფო მათ დაარსებულ ფირმებთან ყოველგვარი წინა მოლაპარაკებების გარეშე უფორმებდა ქვეყნისთვის წამგებიან, ბიზნესმენისათვის მომგებიან კონტრაქტებს. მთავრობიდან გამოსულები უცბად ახერხებდნენ ლიცენზიებიების მოპოვებას, სარგებლობდნენ მთელ რიგ საკითხებში ექსკლუზიური უფლებებითა და საგადასახადო შეღავათებით",- წერს გაზეთი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016