რა მცირე ხდება სამყარო, როდესაც უფლისგან ხელდასმულ ადამიანებზე გიწევს საუბარი. ბაგრატოვანთა საგვარეულოს პირდაპირ შთამომავალს ეკლიან გზაზე მოუწია ცხოვრება და მოღვაწეობა, 64 წლის მანძილზე მარცვალ-მარცვალ აგროვებდა მარგალიტებს და ერს დიდებული კრიალოსანი უანდერძა; სიმღერებში ჩაქსოვილი მისი ლექსები იმდენად ორგანულია, ერთი შემოქმედის ნახელავი გეგონება. სამწუხაროდ, ვერც სიცოცხლეში და ვერც შემდეგ ქართველმა ხალხმა ღირსი ყურადღება ვერ მიაგო დიდი ერეკლე მეორის - „პატარა კახის" დიდებულ ნაშიერს, უნიჭიერეს ქართველ პოეტს და თავდადებულ მოღვაწეს...
რეჟისორმა გიორგი (კახა) კახაბრიშვილმა რუდუნებით მოიძია ბატონი პეტრეს გაბნეული მარგალიტები და ერთ მართალ და მგრძნობიარე ფილმად აქცია. დიახ, ეს ის ფილმია, რომელიც ყველა ახალგაზრდამ უნდა ნახოს, რათა კარგად გაიგოს „ვისი გორისანი ვართ"! ყურადღებით მოუსმინეთ და იქნებ ბევრჯერ სასიამოვნოდაც გაგიკვირდეთ...
„რეპორტიორი" მადლობას უხდის ბატონ გიორგი (კახა) კახაბრიშვილს ფილმის საპატრონოდ გადმოცემისათვის და გირჩევთ: ხშირად აჩვენეთ ეს კადრები თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს, სიკეთე და ძარღვიანი ქართული სული აქ მრავლად არის!