reportiori.ge - შალვა ხაჭაპურიძის ღია წერილი მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:21
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
შალვა ხაჭაპურიძის ღია წერილი მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს!
ავტორი:
19 დეკემბერი, 2013. 17:50

ბატონო ოთარ,

მოგმართავთ საჯაროდ, ღიად, ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. მოგმართავთ იმ იმედით, რომ ჩვენსა და ვფიქრობთ, ჩვენი ხალხისთვის მნიშვნელოვან კითხვას დროულ და კომპეტენტურ პასუხს გასცემთ!


მოგეხსენებათ, 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებმა ხელისუფლებასთან ერთად ბევრი რამ შეცვალა. ახალი ხელისუფლების ქვეყნის სათავეში მოსვლა კი დიდწილად განაპირობა ნაციონალური რეჟიმით განაწამებ ხალხში სამართლიანობის აღდგენის უდიდესმა სურვილმა.


ერთ წელიწადზე მეტი გავიდა ამ დღიდან და საზოგადოება დღესაც ფხიზელი მოლოდინით აკვირდება სამართლიანობის აღდგენის დაწყებულ, მაგრამ იმედია, ჯერ არდამთავრებულ პროცესს. საზოგადოებისა და იურიდიული პროფესიის მქონე ადამიანთა თვალში, ჩვენი ქვეყნის სასამართლო ჯერ კიდევ დამოკიდებულად ითვლება იმდენად, რამდენადაც სასამართლო სისტემაში ძირეული ცვლილებები, მიუხედავად რეფორმის პირველი ნაწილისა, არ განხორციელებულა. მას უამრავი საჯარო თუ სახალხო გამოკითხვაც ცხადყოფს, რომელთა დიდი ნაწილის მიხედვით, სასამართლოსადმი უნდობლობის განცდის მქონე პირთა პროცენტული მაჩვენებელი კვლავ უმაღლეს ნიშნულს აღწევს.


ჩვენ, საქართველოში მოღვაწე ადვოკატები, დიდი გულისყურით ვადევნებთ თვალს ყველა მოვლენასა და ფაქტს, რაც განსაკუთრებით 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ ხდება სასამართლოში თუ პროკურატურის სისტემაში. ამჟამად ჩვენი შეშფოთება განპირობებულია ერთი კონკრეტული ფაქტით. კერძოდ, იურიდიულ წრეებში ცნობილია, რომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარის - ვალერი ცერცვაძის წინააღმდეგ. საქმე იმაში გახლავთ, რომ 2005 წელს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ერთ-ერთმა, პრინციპიალურობით გამორჩეულმა მოსამართლემ, მაშინდელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი - ვალერი ცერცვაძე ამხილა მის წარმოებაში არსებულ ადმინისტრაციულ საქმეზე ზეგავლენის მოხდენისა და მისდამი ანგარიშვალდებულების ფაქტში, რაც იმ პერიოდშიც და დღესაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება. აღნიშნული განცხადება ამ მოსამართლემ, საქმის ზეპირი განხილვისას გააკეთა მხარეთა თანდასწრებითა და ოქმში შეტანით, ანუ კონკრეტული მტკიცებულებების შექმნით.


მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით კბილაშვილის უუნარო გუნდმა დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო გამოძიება, თუმცა ზერელედ, უპასუხისმგებლოდ და დღემდე ეს საქმე ბოლომდე არ არის მიყვანილი!


მოგმართავთ როგორც საქართველოში მართლმსაჯულების სისტემაში სამართლიანობის აღდგენის მომლოდინე იურისტები, ადვოკატები, გასცეთ პასუხი ჩვენს კითხვას - რატომ ჭიანურდება გამოძიება, ამ დროის მანძილზე, ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით?! ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს, სრულიად კანონიერი უფლება გაგვაჩნია ვიცოდეთ, ხელმძღვანელობს თუ არა საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს სასამართლოს, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენასა და მოსამართლეზე ზეწოლის განხორციელებაში ეჭვმიტანილი პირი!


ბატონო პროკურორო,

არ გვსურს დავიჯეროთ საზოგადოებაში მოარული ხმები ბატონი ვალერი ცერცვაძისა და დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთი, ფრიად მაღალი თანამდებობის პირთა ყბადაღებული კოაბიტაციის შესახებ! ვფიქრობთ, მართლმსაჯულების სისტემით მრავალგზის იმედგაცრუებული საქართველოს ხალხი დღეს მაინც იმსახურებს იცოდეს სიმართლე ამ სისტემის უმაღლეს თანამდებობის პირთა შესახებ.


და ბოლოს, გვსურს განვაცხადოთ, რომ ამავე წერილით მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამერიკის საელჩოს საქართველოში, პირადად ბატონ ჰამერბერგს, რათა მთელი საზოგადოებრიობის ყურადღება მივაპყროთ ამ წერილში მოხმობილ ფაქტებსა და მასზე თქვენს მიერ გაცემულ პასუხზე.


იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურორი დროულ და ამომწურავ პასუხს გასცემს საზოგადოების დიდი ნაწილის დაინტერესების სფეროში არსებულ და ჩვენს მიერ გაცხადებულ შეკითხვას!


ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე

           19. 12. 2013 წ.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016