29 დეკემბერს 19:00 საათზე თბილისის საკონცერტო დარბაზში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საახალწლო გალა-კონცერტი გამართება.
ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თეატრის ორკესტრი, საბალეტო დასი, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი, ასევე იმღერებენ თეატრის სოლისტები სალომე ჯიქია და სულხან გველესიანი.
კონცერტის მონაწილეებს შორის იქნებიან საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი საოპერო მომღერლები - ნინო სურგულაძე, თამარ ივერი, მზია ნიორაძე, ბადრი მაისურაძე, ნანა ქავთარაშვილი, ქეთევან ქემოკლიძე, შალვა მუქერია.
გალა-კონცერტი გიორგი ჟორდანიასა და ჯანლუკა მარჩანოს დირიჟორობით გაიმართება.
კონცერტზე როსინის, დონიცეტის, ვერდის, პონკიელის, კატალანის, შტრაუსის, სენ-სანსის, მასნეს, ადანის, ჩაიკოვსკის, გლაზუნოვის ნაწარმოებები შესრულდება.