„იყო დრო, როცა მართლაც ვაქტიურობდი, ქვეყანას მკვლელი, უსირცხვილო ხელისუფლება მართავდა... აი, დღეს კი... დღეს მე ჩემი გარკვეული პოზიცია არ მაქვს.... იცით, დაბნეული ვარ" - ეს განცხადება მომღერალმა თამარ ჭოხონელიძემ „ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის მართვაში კვლავ „ნაციონალური მოძრაობა" მონაწილეობს, რომელიც დაკავშირებულია მკვლელობებთან, ახალგაზრდა თაობის სულის დამახინჯებასთან, ცოდვებთან - „ხმამაღლა ვაცხადებ: დასასჯელი უნდა დაისაჯოს და დაისაჯოს მკაცრად!... დღეს მე მრცხვენია ჩვენი პარლამენტის, ამას ხმამაღლა ვაცხადებ... მრცხვენია იმათ მაგივრადაც, ვინც „ნაციონალებს" ამდენის უფლება მისცა!" მომღერალი ბიძინა ივანიშვილსაც მიმართავს - „ერთს ვთხოვ ბატონ ბიძინას, იქნებ მეფე გიორგისთვის მიებაძა და დროდარდო „გლახუნასავით" ხალხში გასულიყო, სადაც ის უბრალო მოქალაქეების აზრსა და სურვილებს მოისმენს" - განაცხადა ჭოხონელიძემ.