სოფლის მეურნეობის მინისტრმა, შალვა ფიფიამ სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შედეგები შეაჯამა. შეხვედრა პროექტის „საქართველოს მთავრობა ღია მმართველოსბითვის" ფარგლებში შედგა. მინისტრის განცხადებით, მეურნეობის განვითარება გასულ წლებთან შედარებით საგრძნობლად გაუმჯობესდა. „განხორცილედა ძალიან დიდი მასშტაბის მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამა, საგაზაფხულო სამუშაოებისთვის შვიდასი ათასზე მეტმა ოჯახმა პირდაპირი სასოფლო-სამეურნეო დახმარება მიიღო. პროექტის საერთო ღირებულებამ 195 მილიონი ლარი შეადგინა. პრემიერ-მინისტრის პირადი ინიციატივით, მარტიდან დაიწყო შეღავათიანი აგრო კრედიტის გაცემა, ხუთი თვის განმავლობაში ძალიან ბევრმა ფერმერმა თუ გადამამუშავებელმა საწარმომ დაფინანსება მიიღო. საერთო ოდენობით 61 მილიონი ლარი. მიმდინარეობს სარწყავი და სადრენაჟე არხების რეაბილიტაციის პროექტი. წლის ბოლოსთვის დაგეგმილია სამჯერ მეტი ფართობის მოწესრიგება 2012 წლის მონაცემებთან შედარებით. ახალი ბაზრების მიმართულებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარებს. რუსეთის ბაზარი უკვე გაიხსნა ღვინის, მინერალური წყლისთვისა და ალკოჰოლური სასმელებისთვის. მნიშვნელოვანია ისიც რომ სურსათის უვნებლობის მიმართულებით ინტენსიურად ვმუშაობთ."-აცხადებს ფიფია.