reportiori.ge - სოფლის მეურნეობის მინისტრმა სამინისტროს საქმიანობა შეაჯამა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 03:01
პოლიტიკა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა სამინისტროს საქმიანობა შეაჯამა
ავტორი:
29 ივლისი, 2013. 11:51

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, შალვა ფიფიამ სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შედეგები შეაჯამა.   შეხვედრა პროექტის „საქართველოს მთავრობა ღია მმართველოსბითვის" ფარგლებში შედგა.  მინისტრის განცხადებით, მეურნეობის განვითარება  გასულ წლებთან შედარებით  საგრძნობლად  გაუმჯობესდა. „განხორცილედა ძალიან დიდი მასშტაბის მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამა, საგაზაფხულო სამუშაოებისთვის  შვიდასი ათასზე მეტმა ოჯახმა  პირდაპირი სასოფლო-სამეურნეო დახმარება მიიღო. პროექტის საერთო ღირებულებამ  195 მილიონი ლარი შეადგინა. პრემიერ-მინისტრის პირადი ინიციატივით, მარტიდან დაიწყო შეღავათიანი აგრო კრედიტის გაცემა, ხუთი თვის განმავლობაში ძალიან ბევრმა ფერმერმა თუ გადამამუშავებელმა საწარმომ დაფინანსება მიიღო. საერთო ოდენობით 61 მილიონი ლარი.  მიმდინარეობს სარწყავი და სადრენაჟე არხების რეაბილიტაციის პროექტი. წლის ბოლოსთვის დაგეგმილია სამჯერ მეტი ფართობის მოწესრიგება  2012 წლის მონაცემებთან შედარებით.   ახალი ბაზრების მიმართულებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარებს.  რუსეთის ბაზარი  უკვე გაიხსნა ღვინის,  მინერალური წყლისთვისა  და  ალკოჰოლური სასმელებისთვის.   მნიშვნელოვანია ისიც რომ სურსათის უვნებლობის მიმართულებით ინტენსიურად ვმუშაობთ."-აცხადებს ფიფია.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016