დავით შუღლიაშვილის მიერ თბილისში მცხოვრები ბარათაშვილების ოჯახში აღმოჩენილია ნიკოლოზ ბარათაშვილის ფოტოსურათი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, დავით შუღლიაშვილის ქალიშვილი - ლარისა შუღლიაშვილი-შენგელია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ეს ნიკოლოზ ბარათაშვილის ფოტოა.
„ვფიქრობ, საინტერესო იქნება გაეცნოთ ლიტერატურის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლის დავით შუღლიაშვილის სტატიას "ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტი" დაბეჭდილი "საბჭოთა ხელოვნებაში" 1984 წლის N7-ში. ფოტო აღმოჩენილია 1967 წელს თბილისში მცხოვრები ბარათაშვილების ოჯახში (მოხუცი დიასახლისის დედამთილი იყო "პრელესტ ბაბალე"). ამის შესახებ პირველად დაიბეჭდა 1968 წლის იანვარში", - წერს ლარისა შუღლიაშვილი-შენგელია.
ნიკოლოზ ბარათაშვილის რამდენიმე პორტრეტი არსებობს, თუმცა დღემდე უცნობია, თუ როგორ გამოყურებოდა ის სინამდვილეში.