reportiori.ge - რატომ ცდილობდა მიხეილ სააკაშვილი თავის მოკვლას?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:05
პოლიტიკა
რატომ ცდილობდა მიხეილ სააკაშვილი თავის მოკვლას?
ავტორი:
29 ივლისი, 2013. 12:57

2008 წლის შემოდგომაზე საქართველოში ჩამოსული იყო ცნობილი დიპლომატი, რომელიც ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდში იყო საქართველოში. როგორ მან პარლამენტის ყოფილ წევრს, პეტრე მამრაძეს უთხრა, როგორც გამსახურდიამ მიიმწყვდია თავი იმ მდგომარეობაში, როდესაც ადამიანი და პისტოლეტი ერთმანეთის შესახვედრად ამოძრავდნენ და ბოლოს შეხვდნენ, სააკაშვილის შემთხვევაშიც ამავეს ვხედავო. ვერ გეტყვით, რა დრო გავა, ვიდრე ეს მოხდება, მაგრამ დიდი ალბათობით თქვენი უბედური პრეზიდენტი და პისტოლეტი ერთმანეთს შეხვდებიანო. 2008 წლის ომის შემდეგ გავრცელდა ჭორი, რომ სააკაშვილმა სცადა თავის მოკვლა და დაცვამ ხელიდან გამოჰგლიჯა პისტოლეტი„ვიცნობ სააკაშვილს, შეიძლება ასეთი თეატრალური სცენა მართლაც გაეთამაშებინა ვიღაცების თანდასწრებით, ან რაღაც ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფს ეს მართლაც გაეკეთებინა. შეგახსენებთ, გორში მის პანიკურ გაქცევას. არ ვიცი, რა მოელანდა, რა წარმოისახა მის ანთებულ ტვინში, რომ უცებ დაიძახა, უნდა წავიდეთო, ადგილს მოსწყდა და მერე მთელმა მსოფლიომ ნახა მუხლებზე მხოხავი სააკაშვილის შემზარავი ფოტოები, რომელიც შეძრწუნებული იყურება ცისკენ. რას ელოდა იქიდან? ასეთი შეურაცხადობის მომენტში სააკაშვილს შეეძლო პისტოლეტიც ამოეღო, მაგრამ ეს არ იქნებოდა მოფიქრებული და მერე აღსრულებული გადაწყვეტილება. ამ დროს თურმე კუშნერი სხვებს მიუტრიალდა და ეკითხებოდა, ხომ არ იცით, მიშა რატომ გარბისო. შეწუხდა, როდესაც დაინახა გაქცეული უმაღლესი მთავარსარდალი და ქვეყნის პრეზიდენტი...

სააკაშვილი თავისი ფსიქიკის მძევალია და რაც ევროპელი ექიმების დასკვნაში წერია, ჩემს დაკვირვებასაც ემთხვევა. მას გაუწონასწორებლობა და უკიდურესი ნერვიულობა სჩვევია ყოვლად უწყინარ სიტუაციაშიც. შეიძლება რაღაც ეწყინოს, ამას გულში ჩაიდებს და მერე შურისძიებას ცდილობს. როდესაც გია ბარამიძემ 1992 წელს მიშას ზურაბ ჟვანია გააცნო, ზურა გავაფრთხილე, მგონი, ყველა ფრთხილად უნდა ვიყოთ, არამდგრადი ფსიქიკის ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს-მეთქი, მაგრამ ზურა აღფრთოვანებული იყო მისი ამერიკული განათლებითა და ორატორობითარ დამავიწყდება, ევროპელი ფსიქიატრების დასკვნა უკვე გადადიოდა ხელიდან ხელში, რომ ერთმა ქართველმა ფსიქიატრმა მითხრა, არავითარი საბუთები არ მჭირდება, საკმარისი იყო, მენახა, საუბრისას მისი ხელის მოძრაობა და თვითმფრინავის ტრაპიდან როგორ ჩამოდის და დიაგნოზი დავსვი - სახეზეა მანიაკალურ-დეპრესიული სინდრომის გამოვლინებაო. უცხოელებისაგან მომისმენია, სააკაშვილს განდიდების მანია აქვს, ნარცისიზმი და მეგალომანია სჭირს, ამის უკან არასრულფასოვნების კომპლექსი იმალებაო. აქედან მოდის თვითდამკვიდრების დაუოკებელი სურვილი, რომ ყველაფერი ისე გაკეთდეს, როგორც მას სურს",-აღნიშნა პარლამენტის ყოფილმა წევრმა პეტრე მამრაძეfor.ge-სთან ინტერვიუში.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016