რუსთავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი კუთვნილი ხელფასების დროულად გაცემას და შვებულებით სარგებლობას ითხოვენ. "შრომითი კოდექსით გათვალისწინებულ შვებულებას, ხელფასების დორულად და სრულად მიღებას მოვითხოვთ. აღარ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი ხელფასები ძალიან მცირეა. არადა 24-ვე ბრიგადას ექსტრემალურ პირობებში გვიწვეს მუშაობა. იმის გამო, რომ ხელფასები ასე არასტაბილურად და ნაწილობრივ გვერიცხება, ბანკები კრედიტებზე და განვადებაზეც უარს გვეუბნებიან." - განაცახდა რუსთავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა მანანა გიორგობიანმა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების, მედპერსონალის განცახდებით, მათ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს 10 ივლისს მიმართეს, თუმცა ამ დრომდე რეაგირება არ მომხდარა.