reportiori.ge - მარტვილში სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეშა გადაეცათ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:47
რეგიონები
მარტვილში სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეშა გადაეცათ
21 დეკემბერი, 2013. 16:41

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ მარტვილის მუნიციპალიტეტის კურზუს თემის სოფელ დობერაზენის მკვიდრი სოციალურად დაუცველი ცხრა ოჯახის შეშით უზრუნველყოფის გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, 20 კუბური მეტრი შეშის მარაგის მობილიზება მოხერხდა.


აღნიშნული უწყებების წარმომადგენლებმა, კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას შეშა გადასცეს. (აქვე მოხდა შეშის დაჩეხვა და ოჯახებში დასაწყობება, რათა მოსახლეობას მისი გამოყენებისას პრობლემები არ შექმნოდა).


დობერაზენის მოსახლეობა მთლიანობაში 45 ოჯახს შეადგენს. საქართველოს მთავრობა სათანადო ღონისძიებებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასახმარებლად მომავალშიც განახორციელებს.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016