reportiori.ge - ფიქრია ჩიხრაძე: ივანიშვილზე ძალიან გაბრაზებული ვარ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:23
პოლიტიკა
ფიქრია ჩიხრაძე: ივანიშვილზე ძალიან გაბრაზებული ვარ
ავტორი:
29 ივლისი, 2013. 13:20

„ხელისუფლებაში მოსული უფლებადამცველები ყველაზე ცუდ ხმებად იქცნენ პარლამენტში", - ასეთი განცხადება „ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ გორში ყოფნისას განაცხადა. ის ამავე პარტიის კიდევ ერთ წარმომადგენელთან,მანანა ნაჭყებიასთან ერთად, გორში მდებარე „რედკაფეში", ქალთა საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. ფიქრია ჩიხრაძე ამაყობს, რომ „ახალი მემარჯვენეების" სიის სათავეში დაახლოებით 30% ქალები არიან. ახალი კანონმდებლობის მიხედვით, რომელზეც თავდაპირველად ქალთა საინფორმაციო ცენტრმა ყურადღება გაამახვილა, დაფინანსება იმ პარტიებს ემატებათ, რომელთა რიგებში 20%-ზე მეტი მანდილოსანია. სულ ვფიქრობდი, რომ ბევრი ადამიანი მოვიდა არასამთავრობო სექტორიდან და ეს კარგია. ჩემდა სამწუხაროდ, იმათ ახალი ხმა კი არ შემოიტანეს ქართულ პოლიტიკაში, არამედ ყველაზე ცუდი ხმა და ყველაზე ცუდი ხედვა ვინც იყო ქართულ პოლიტიკაში, იმათ ასლებად იქცნენ. ერთ-ერთი ქალბატონი იყო უფლებადამცველი, სანამ პარლამენტარი გახდებოდა, წარმოუდგენელია რომ ამ ადამიანს არ ჰქონდეს ის მახსოვრობა, რომ ის უფლებადამცველი იყო. დაავიწყდათ ყველაფერი, ჩათვალეს, რომ ხელისუფლებას დღეს ასე ჭირდება". „ბევრად უფრო გონივრულად იქცევიან ისინი, ვინც დიდი პოლიტიკური გზა გამოიარა და რაღაც ქიციც ისწავლა და ქიცმაცურიც, როგორც იტყვიან, ვიდრე აღმოჩნდნენ ეს ახალი ადამიანები, რომელსაც ახალი სისხლით უნდა გაეჯერებინათ ქართული პოლიტიკა და ხელისუფლება". ივანიშვილზე ძალიან ნაწყენიც ვარ, ძალიან გაბრაზებულიც ვარ იმის გამო, რაც ჩვენს მიმართ იარლიყების დაკიდებით გააკეთა, მაგრამ როდესაც ვხედავთ მის სწორ სახელმწიფოებრივ პოზიციას, ვამბობთ, რომ ეს არის სწორი. თვითონ მის გუნდში თავს არ იწუხებენ იმაზე, რომ გარკვეული რჩევა მისცენ მას. ერთ მაგალითს გეტყვით. როდესაც ის ევროსაბჭოში შეხვედრები გამართა და შემდეგ კომენტარები გააკეთა, მივხდვით, რომ ევროსაბჭოს მნიშვნელობა არ იცის. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საერთოდ არ ეხება ევროკავშირის პოლიტიკის გატარება. ვიღაცამ ხომ უნდა უთხრას? ან საგარეო საქმეთა სამინისტრომ ან მრჩევლებმა",- განაცხადა qartli.ge-სთან  ფიქრია ჩიხრაძემ.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016