აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ყოველწლიური შამაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა.
პრეზიდენტმა 2013 წელს დაშვებულ მის ყველაზე დიდ შეცდომად, ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებული წარუმატებელი ნაბიჯები დაასახელა.
ამასთან, ბარაკ ობამამ იმედგაცრუება გამოთქვა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ჩიხის გამო, რომ ვერ მოხერხდა იმიგრაციისა და იარაღის კონტროლის გამკაცრების ზომების გატარება. თუმცა, ოპტიმისტურად შეაფასა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა.
"მომავალ წელს ჩვენ გაძლიერებული ეკონომიკით ვხვდებით" - განაცხადა ობამამ.
პრესკონფერენციაზე საუბრისას ბარაკ ობამა ასევე შეეხო ამჟამად რუსეთში მცხოვრები, აშშ-ის სპეცსამსახურების ყოფილი აგენტის, ედვარდ სნოუდენის საკითხს. მისი თქმით, სნოუდენმა ქვეყნისათვის "ზედმეტი ზიანი" გამოიწვია. თუმცა, ამასთან, ობამას არ დაუკონკრეტებია შეეხება თუ არა სნოუდენს ამნისტია.
პრეზიდენტმა უარყო მოსაზრება, რომ 2013 წელი ყველაზე უარესი იყო მის საპრეზიდენტო კარიერაში და აღნიშნა, რომ 2014 წელი გარდამტეხი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის.
"BBC"-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი და მისი ოჯახი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ჰავაიზე გაემგზავრა, სადაც ისინი შობის დღესასწაულს აღნიშნავენ.