reportiori.ge - ბარაკ ობამამ 2013 წლის ყველაზე დიდ შეცდომად ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები დაასახელა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:14
მსოფლიო
ბარაკ ობამამ 2013 წლის ყველაზე დიდ შეცდომად ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები დაასახელა
22 დეკემბერი, 2013. 12:53

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ყოველწლიური შამაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა.

პრეზიდენტმა 2013 წელს დაშვებულ მის ყველაზე დიდ შეცდომად, ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებული წარუმატებელი ნაბიჯები დაასახელა.

ამასთან, ბარაკ ობამამ იმედგაცრუება გამოთქვა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ჩიხის გამო, რომ ვერ მოხერხდა იმიგრაციისა და იარაღის კონტროლის გამკაცრების ზომების გატარება. თუმცა, ოპტიმისტურად შეაფასა ქვეყნის  ეკონომიკური მდგომარეობა. 

"მომავალ წელს ჩვენ გაძლიერებული ეკონომიკით ვხვდებით" - განაცხადა ობამამ

პრესკონფერენციაზე საუბრისას ბარაკ ობამა ასევე შეეხო ამჟამად რუსეთში მცხოვრები, აშშ-ის სპეცსამსახურების ყოფილი აგენტის, ედვარდ სნოუდენის საკითხს. მისი თქმით, სნოუდენმა ქვეყნისათვის "ზედმეტი ზიანი" გამოიწვია. თუმცა, ამასთან, ობამას არ დაუკონკრეტებია შეეხება თუ არა სნოუდენს ამნისტია. 

პრეზიდენტმა უარყო მოსაზრება, რომ 2013 წელი ყველაზე უარესი იყო მის საპრეზიდენტო კარიერაში და აღნიშნა, რომ 2014 წელი გარდამტეხი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის. 

"BBC"-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი და მისი ოჯახი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ჰავაიზე გაემგზავრა, სადაც ისინი შობის დღესასწაულს აღნიშნავენ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016