reportiori.ge - ალექსანდრე ყაზბეგის გარდაცვალებიდან 120 წელი გავიდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 22:52
კულტურა
ალექსანდრე ყაზბეგის გარდაცვალებიდან 120 წელი გავიდა
22 დეკემბერი, 2013. 14:45

დღეს,  ცნობილი ქართველი მწელის ალექსანდრე ყაზბეგის გარდაცვალებიდან 120 წელი გავიდა. ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი, 1848 წლის 20 იანვარს სტეფანწმინდაში დაიბადა. ის გაიზარდა ხევის მმართველის მიხეილ გაბრიელის ძე ჩოფიკაშვილისა  და ელისაბედ თარხნიშვილის ოჯახში.


მშობლებმა მიაბარეს თბილისში ჯერ ჰაკეს, შემდეგ კანონიჩის პანსიონში. 1863 წლიდან სწავლობდა კლასიკურ გიმნაზიაში, 1867-1870  წლებში მოსკოვის სამეურნეო აკადემიაში. 1879 წლამდე მეცხვარედ იყო და ზედმიწევნით გაეცნო მოხევეთა ყოფას, გლეხი ხალხის სატკივარს, მეფის ხელისუფალთა და ხალხის ურთიერთობას და ეს პერიოდი ასახა თავის მოთხრობაში "ნამწყემსარის მოგონებანი". 1879 წლიდან თბილისში ცხოვრობდა და მუშაობდა თეატრში. პირველი მოთხრობა "ციცკა" 1880 გამოაქვეყნა. თანამშრომლობდა გაზეთ "დროებასა" და ლია ჭავჭავაძის "ივერიაში". 1881 "დროებაში" დაიბეჭდა "ელგუჯა", რომელმაც იმთავითვე დიდი მწერლის სახელი მოუპოვა. ამას მოჰყვა მოთხრობები და რომანები "ელისო", "მამის მკვლელი", "ციკო", "განკიცხული", "ხევისბერი გოჩა", "მოძღვარი" .

 

ყაზბეგის ნაწარმოებთა სიუჟეტი ყოველთვის დინამიკურია, კონფლიქტების ხასიათი, წინააღმდეგობათა განვითარება და კულმინაცია - მეტად ეფექტური და ემოციური, რის გამოც მისი თხზულებები მძაფრი ინტერესით იკითხება. მწერალი ააშკარავებს მეფის რუსეთის ძალადობას. სწორედ ამგვარი პროგრესულ-რევოლიციური ჟღერადობის გამო დაწვა პოლიციამ "ელგუჯას" პირველი გამოცემის მთელი ტირაჟი. რეალისტი მწერალი ხედავდა, რომ ხევში მიმდინარეობდა საუკუნეებით დამკვიდრებული კანონების და ტრადიციების რღვევის პროცესიც, რომელიც, გარეშე ძალთა შემოჭრით გამოწვეულ ცვლილებებთან შედარებით, ნელი და თანდათანობითი, მაგრამ გარდაუვალი იყო .




ყაზბეგმა ვაჟა-ფშაველასთან ერთად ახალ ქართულ მწერლობაში დაამკვიდრა მთის თემა, რომლის მხატვრული ხორცშესხმის პროცესში მთის განუმეორებელი პეიზაჟები, რომანტიკულად ამაღლებულ გმირთა სახეები, დაგვიხატა წინააღმდეგობებით აღსავსე თანამედროვეობა და იქადაგა სამშობლოს მთლიანობის შენარჩუნება-დაცვის მაღალი იდეები. მწერალი მარტო თავისი ეპოქით არ იფარგლება - უღრმესი პატროიტიზმი მსჭვალავს მის ისტორიული წარსულის ამსახველ თხზულებებსაც, ყაზბეგს ეკუთვნის აგრეთვე კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, დაუმთავრებელი მოთხრობები, ლექსები და პოემები. მწერალმა ქართულ კრიტიკულ რეალიზმს მასშტაბურობა შესძინა, XIX საუკუნის ქართული მწერლობა ახალი წახნაგებით გაამდიდრა.


1886-1887 წლებში მძიმედ დაავადდა, 1890 წლიდან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა, 1893 წლის 22 დეკემბერს კი გარდაიცვალა. ალექსანდრე ყაზბეგი  სტეფანწმინდაში დაკრძალეს.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016