reportiori.ge - პეტრე მამრაძე: პროტოკოლის სამსახური ლამის ენით წმენდდა ჩვენს პრეზიდენტს კეჩუპს, რომ ბუშთან შესულიყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:52
პოლიტიკა
პეტრე მამრაძე: პროტოკოლის სამსახური ლამის ენით წმენდდა ჩვენს პრეზიდენტს კეჩუპს, რომ ბუშთან შესულიყო
ავტორი:
29 ივლისი, 2013. 13:35

როგორც პარლამენტის ყოფილი წევრი პეტრე მამრაძე აცხადებს, მასზე განსაკუთრებით მძიმედ სააკაშვილის ჭამა მოქმედებდა. მისი თქმით, ეს ნორმალური ადამიანის კვება კი არა, სხვადასხვა საჭმლის ერთმანეთის მიყოლებით უზომო შთანთქმაა, რაც უცხოელმა დიპლომატებმაც არაერთხელ აღნიშნეს. მამრაძე იხსენებს, ანგელა მერკელთან სააკაშვილის პირველი შეხვედრის მერე, გერმანელმა დიპლომატებმა რომ უთხრეს, შეხვედრაზე სააკაშვილმა ერთმანეთის მიყოლებით ყველაფრის პირში ჩაყრა დაიწყო, საჭმელს „კოკა-კოლას" აყოლებდა და გაუთავებლად ლაპარაკობდა, მერკელმა რომ გააცილა, თვალები დახუჭა და ერთხანს ხელით ეჭირა შუბლიო. ჯორჯ ბუშთან შეხვედრაზე რომ მიდიოდა, დაინახა ჯიხური, სადაც ჰოთ-დოგი იყიდებოდა. ნერწყვი მოადგა, დაცვას აყიდვინა და ისეთი ტემპით დაიწყო მისი შთანთქმა, კეტჩუპი გადაისხა თეთრ პერანგზე. იქ ამბები იყო! პროტოკოლის სამსახური ლამის ენით წმენდდა ჩვენს პრეზიდენტს კეჩუპს, რომ ბუშთან შესულიყო. ჩვენი ექიმებისაგან გამიგია, რომ ბულემია სჭირს, რაც მძიმე დაავადებაა. გაეროში მომუშავე პერსონალისაგან ვიცი (ამას არასოდეს ჰყვება ირაკლი ალასანია), რომ აგვისტოს ომამდე სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა გაეროში, არ მოეწონა მის გამოსვლაზე ცოტა ხალხის დასწრება და დარბაზის რეაქცია. რაკი მსმენელთა შორის მნიშვნელოვანი ქვეყნების პირველი პირები არ იყვნენ და დარბაზმა ცივად მიიღო, იმდენად გაღიზიანდა, რომ დარბაზიდან გამოვარდა და გასასვლელისკენ გაეშურა, მაშინ როდესაც რამდენიმე თვის მუშაობის შედეგად გაწერილი იყო მისი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან. სააკაშვილი გიგანტური ნაბიჯებით შევარდა ესკალატორზე, უკან დელეგაცია მისდევდა, მაგრამ ალასანიამ მოახერხა და სირბილში გაასწრო. კარში ჩადგა, ხელები გაშალა და იყვირა, ვერსად წახვალ, შეხვედრებია დანიშნულიო. სააკაშვილი კი გაიძახოდა, თავი დამანებეთ, არაფერი აღარ მინდაო. საბოლოოდ ალასანიამ მაინც მოახერხა მისი მობრუნება. 2008 წელს რუსეთმა სწორედ მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით შეძლო მისი პროვოცირება. 2009 წელს ერთმა დიპლომატმა მიამბო: სააკაშვილი ინკოგნიტოდ იყო ჩასული ლონდონში და სასტუმრო "რიცში" საპრეზიდენტო აპარტამენტებში დაბინავდა. ნომერში მისი შესვლიდან 10 წუთში სასტუმროს ადმინისტრატორის ტელეფონი აწკრიალდა. სააკაშვილი ყვიროდა, ახლავე ჩემთან ამოდითო. რამდენიმე თანამშრომელი მივიდა პრეზიდენტის ნომრის კართან და კარი გაიღო თუ არა, მათკენ გამოსროლილი ბოთლი კედელს შეენარცხა. ამის შემდეგ დაინახეს ოთხად მოკეცილი სააკაშვილი, რომელიც ბართან იდგა, იღებდა სხვადასხვა რუსული იარლიყის მქონე ბოთლებს, ესროდა სასტუმროს თანამშრომლებს და ყვიროდა, ეს როგორ დამახვედრეთო. ეს ამბავი არ გახმაურებულა, რადგან „რიცი" საჯაროდ არაფერს იტყვის თავის კლიენტებზე, მაგრამ ლონდონის საზოგადოება იმ საღამოს ლაპარაკობდა, საქართველოს გიჟი პრეზიდენტი ჰყავს, რომელიც აქეთ-იქით ისვრის ბოთლებსო",-აცხადებს მამრაძე for.ge-სთან ინტერვიუში.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016