reportiori.ge - ირმა ნადირაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ცვლილებებისთვის ემზადება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 03:03
პოლიტიკა
ირმა ნადირაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ცვლილებებისთვის ემზადება
ავტორი:
29 ივლისი, 2013. 13:55

„ნაციონალური მოძრაობა" პარტიის მართვისა და შიდა დემოკრატიის გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებების განსახორციელებლად ემზადება. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.  დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერიზის შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ეს იყო აბსოლუტურად ახალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში. დღემდე ასეთი ფორმით საქართველოში საპრეზიდენტო კანდიდატის გამოვლენა არ მომხდარა. თუმცა, ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი ნაბიჯი. პარტია შიდა დემოკრატიის და პარტიის მართვის კუთხით სერიოზული ცვლილებების განსახორციელებლად ემზადება", - განაცხადა ნადირაშვილმა და აღნიშნა, რომ ამის შესახებ საზოგადოება უახლოეს მომავალში შეიტყობს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" სახელით პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად დავით ბაქრაძე იბრძოლებს. ირმა ნადირაშვილმა ზუგდიდსა და თბილისში პრაიმერიზის თანმხლებ ექსცესებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ხელისუფლების მცდელობების" მიუხედავად, პროცესი შეუფერხებლად და გამჭვირვალედ ჩატარდა.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016