reportiori.ge - საია თბილისის მერის იმპიჩმენტის შესაძლო ამოქმედებას უფრო მიზანშეწონილად 2014 წლის არჩევნების შემდეგ მიიჩნევს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:25
პოლიტიკა
საია თბილისის მერის იმპიჩმენტის შესაძლო ამოქმედებას უფრო მიზანშეწონილად 2014 წლის არჩევნების შემდეგ მიიჩნევს
ავტორი:
29 ივლისი, 2013. 14:04

თბილისის მერის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხის კომენტირებისას საქართველოს  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ განაცხადა, რომ თბილისის მერის თანამდებობას დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულო ვერ შეეხება. "დღეს მოქმედი კანონმდებლობით,  თბილისის მერის თანამდებობას საკრებულო ვერ შეეხება. რადგან ამ საკითხზე კანონით განსაზღვრული პროცედურები არ არსებობს, ამ თემაზე საუბარი სწორი არ იქნება. არ ვიცი, ვინ რა მექანიზმი უნდა მოიფიქროს. რაც შეეხება იმ იდეას, რომ შემუშავდეს წესები, რათა ზოგადად კანონმდებლობაში ამგვარი რამ ეწეროს, ამაში დიდ პრობლემას ვერ ვხედავ. თუ პრეზიდენტის და სხვა მაღალი თანამდებობის პირებისთვის შეიძლება იმპიჩმენტის გამოცხადება, რატომ არ უნდა შეიძლებოდეს თბილისის მერისთვის? სტატუსის თვალსაზრისით პრეზიდენტი თბილისის მერზე გაცილებით მაღალია და არ შეიძლება, თბილისის მერი ამ კუთხით პრეზიდენტზე მეტი პრივილეგიით სარგებლობდეს და იყოს აბსოლუტურად ხელშეუხებელი", - განაცხადა კოჟორიძემ. საია-ს თავმჯდომარის აზრით, ამ წესის შემუშავებას საკრებულო ვერ შეძლებს და საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. "იმპიჩმენტის საკითხს კანონი არეგულირებს და თუ ეს მოხდება, ვისურვებდი, რომ ეს წესი ამოქმედდეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. თუ ახლა რაღაც წესს შეიმუშავებენ და ის მოქმედ მერს შეეხება, ძალიან ბევრს, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს დარჩებათ შთაბეჭდილება, რომ ეს გაკეთდა სპეციალურად ერთი კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დიდი დრო არ არის დარჩენილი. თუ თბილისის მერს სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი, გამოძიება ამას დაადგენს. კიდევ დამატებით იმპიჩმენტის შემუშავება და მოქმედ მერზე გავრცელება სწორ დამოკიდებულებად არ მიმაჩნია", - აღნიშნა კოჟორიძემ.  ბოლო პერიოდში კეთდება განცხადებები, რომ შესაძლოა შესაბამის კანონში ცვლილებები შევიდეს და თბილისის მერის გიგი უგულავას იმპიჩმენტი განხორციელდეს.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016