reportiori.ge - ესტონეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე „ჩაკაიფებულ“ კეზერაშვილს ჩაეძინა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 03:30
მედია
ესტონეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე „ჩაკაიფებულ“ კეზერაშვილს ჩაეძინა!
ავტორი:
23 დეკემბერი, 2013. 18:02

გაზეთი „კვირის ქრონიკა" დღევანდელ ნომერში აქვეყნებს წერილს - „დავით კეზერაშვილის სამარცხვინო ლაქა-რატომ გაექცა ესტონეთის თავდაცვის მინისტრი კაბინეტიდან?!", სადაც მკითხველი გაეცნობა თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და ესტონეთის თავდაცვის მინისტრის იააკ აავიკსის შეხვედრების აქამდე უცნობ და სამარცხვინო დეტალებს.


2007 ოქტომბერს, საქართველოს ესტონეთის თავდაცვის მინისტრი, იააკ აავიკსი ეწვია. იმავე დღეს მინისტრმა რამდენიმე შეხვერა გამართა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან, 15 წუთიანი „მოსათელი" შეხვედრა დავით კეზერაშვილთანაც ჰქონდა, მაგრამ ორი მინისტრის მთავარი შეხვედრა მეორე დღისთვის იყო დაგეგმილი. გამოცემის ინფორმაციით, მეორე დღეს, პროტოკოლით დაგეგმილი განრიგი, ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა შეცვალა. მან საგანგებო დავალება მიიღო საკუთარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრისგან და სასწრაფოდ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა მოუხდა. სააკაშვილი და აავისკი 14 საათზე შეხვდნენ ერთმანეთს და საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ მისი და კეზერაშვილის შეხვედრა მომდევნო დღისთვის უნდა გადადებულიყო. თუმცა, ისე მოხდა, რომ სააკაშვილმა და აავისკმა 1 საათში ნაწილობრივ გაარკვიეს ყველაფერი და სხვა, უმნიშვნელოვანესი დეტალების გასარკევად, აავისკის კეზერაშვილთან და თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გახდა აუცილებელი. ამის შემდეგ, ესტონელი მინისტრი, ღამით კვლავ სააკაშვილს უნდა შეხვედროდა დარჩენილი საკითხების დასაზუსტებლად.


„ამ დროს კეზერაშვილი თავდაცვის სამინისტროში იმყოფებოდა. მას უკვე ეგონა, რომ იააკ აავიკსთან მისი იმდღევანდელი შევხედრა გადაიდო და მეორე დღეს უნდა შეხვედროდა მას. ამ დროს მოულოდნელად დარეკა მიხეილ სააკშვილმა, რამდენიმე კონკრეტული დავალება მისცა და უთხრა, რომ იააკ აავიკსს თავდაცვის მინისტრი და მისი დელეგაცია, პრეზიდენტის რეზიდენციიდან, უკვე მოემგზავრებოდნენ თავდაცვის სამინისტროში.

 

კეზერაშვილმა მიიღო იააკ აავიკსი და მისი თანმხლები პირები სამინისტროში. აქ ორი შეხვედრა გაიმართა. ჯერ, ასე ვთქვათ, გაფართოებული, რომელსაც ესტონური მხრიდან აავიკსი, მისი მოადგილე და კიდევ სამი მაღალჩინოსანი ესწრებოდნენ. ქართული მხრიდან კი შეხვედრას კეზერაშვილი, მისი მოადგილე ბათუ ქუთელია და გაერთიანებული შტაბების უფროსის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი, ალექსანდრე ოსეფაიშვილი დაესწრნენ. 1-საათიანი შეხვედრის შემდეგ, ყველამ დატოვა მოლაპარაკებების მაგიდა და კეზერაშვილი და აავიკსი ქართველი მინისტრის კაბინეტში განმარტოვდნენ. საკითხი იმდენად მნიშვნელოვანი და მრავლისმომცველი იყო, რომ მინისტრების შეხვედრა წინასწარ 2 საათით განისაზღვრა. მოულოდნელად, ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა აავიკსმა ნახევარ საათში დატოვა კეზერაშვილის კაბინეტი და შეურაცხყოფილი სახით გასასვლელისკენ გაემართა. მას საკუთარი დელეგაციის წევრები დახვდნენ და შეხვედრის ნაადრევად დასრულების მიზეზი ჰკითხეს. მინისტრმა არაფერი უპასუხა და მათთან ერთად სასწრაფოდ დატოვა სამინისტრო და პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გაეშურა.

 

დავით კეზერაშვილის კაბინეტში პირველი მისი დაბნეული თანაშემწე შევიდა, რომელმაც სავარძელში ჩაძინებული მინისტრი ნახა. მან გაღვიძება ვერ გაუბედა მინისტრს და უკვე მისი კაბინეტის მოსაცდელში მყოფ ბათუ ქუთელიას დაუძახა. ქუთელიამ გააღვიძა კეზერაშვილი და ჰკითხა, - რა მოხდაო? კეზერაშვილმა თავში ხელი შემოირტყა, - ეს რა დამემართა, მიშა მომკლავს ნამდვილადო და სასწრაფოდ კაბინეტიდან გავარდა.

 

ესტონეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას დავით კეზერაშვილს ჩაეძინა. მას მრავალდღიანი უძილობისა და დაღლილობის გამო არ ჩასძინებია. წყაროს ინფორმაციით, ის „კაიფში" იყო და ჩასთვლიმა მოლაპარაკების დროს. როცა მისი და აავიკსის ოფიციალური ვიზიტი გადაიდო, ნარკოტიკზე დამოკიდებულმა კეზერაშვილმა თავს ნება მისცა, „გაეჩხირა". იმ დღეს, მაქსიმუმ, სტუმრების სავახშმოდ წაყვანა და მათი დაბინავებაღა იყო დარჩენილი, ამას კი კეზერაშვილი „კაიფშიც" მოახერხებდა. თუმცა, გეგმა შეიცვალა და მას 2 შეხვედრის გამართვა მოუწია, ერთი დაგეგმილის ნაცვლად. პირველ შეხვედრას გაუძლო კეზერაშვილმა, მაგრამ მინისტრთან ერთიერთზე გამართული შეხვედრისას, მუსაიფის დროს, ნარკოტიკმა სძლია და ჩაეძინა. ესტონეთის თავდაცვის მინისტრი, ცხადია, შეურაცხყოფილი წავიდა სამინსიტროდან.


იააკ აავიკსს არც საკუთარი დელეგაციის წევრებისთვის და არც მიხეილ სააკაშვილისთვის არ დაუმალავს მომხდარი. სააკაშვილმა კეზერაშვილს დაურეკა და მკვდარი და ცოცხალი არ დაუტოვა მოუკითხავი. თუმცა, სხვა გზა არ იყო, მოლაპარაკება კეზერაშვილის გარეშე ვერ დასრულდებოდა, რადგან საამისოდ საჭირო ინფორმაციას არ ფლობდა. სააკაშვილმა მეორედ დაურეკა თავდაცვის მინისტრს და რეზიდენციაში დაიბარა. უკვე გამოფხიზლებული კეზერაშვილი რეზიდენციაში მივიდა ბოდიში მოუხადა სააკაშვილსაც და აავიკსაც და მოლაპარაკება იქ გააგრძელა სტუმართან.

 

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა მეორე დრეს, კეზერაშვილთან შხვედრაზე უარი განაცხადა. მან სააკაშვილს უთხრა, რომ ასეთი თავდაცვის მინისტრით საქართველო ვერასდროს გახდებოდა ნატო-ს წევრი ქვეყანა. ნარკომანი დავით კეზერაშვილი არა მხოლოდ ესტონეთის თავდაცვის მინისტრთან, არამედ ნატო-ს წევრ ქვეყნების მინისტრებთანაც გაუფუჭებდა საქართველოს ურთიერთობას. ამის შემდეგ კეზერაშვილმა კიდევ ერთხელ დაიმსახურა სააკაშვილისგან დედის გინება. საქმე გაფუჭდა, მეტად მნიშნელოვანი საკითები დარჩა განსახილველი და ასევე ერთობლივი პროექტების დაწყებაც გადაიდო. ესტონეთის დლეგაცია იმავე დღეს, დაგეგმილზე ერთი დღით ადრე გაემგზავრა სამშობლოში. მოგვიანებით, ამ საქმეების დასრულება ბათუ ქუთელიას მოუწია", - წერს გამოცემა.


გაზეთი „კვირის ქრონიკა", N51 (23-29 დეკემბერი)

მოამზადა ლილუ მიროტაძემ


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016