reportiori.ge - პირველად ისტორიაში... საჩხერელთა რევანში – საქართველოს სუპერთასი ჩიხურასია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:32
სპორტი
პირველად ისტორიაში... საჩხერელთა რევანში – საქართველოს სუპერთასი ჩიხურასია!
22 დეკემბერი, 2013. 03:54

22.12.2013. საქართველოს სუპერთასი. „მიხეილ მესხი". 2 150 მაყურებელი

 

დინამო (თბილისი) - ჩიხურა (საჩხერე) - 0:1 (0:0)

 

გოლი: დიმიტრი ტატანაშვილი (57)

 

დინამო: ლორია, ხურცილავა, გ. გვარაცხელია, გველესიანი, დ. კვირკველია, ხმალაძე, პაპავა, გოგა (73. ვუო), მერებაშვილი, გლიშიჩი, დვალი.

 

სათადარიგოები: ზარქუა, ძარია, სეთურიძე, ლექვთაძე, შაშიაშვილი.

 

მთ. მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია

 

ჩიხურა: სომხიშვილი, ოდიკაძე, ლომაშვილი, რეხვიაშვილი, შ. კაშია, ბეჭვაია, გ. დათუნაიშვილი (90. ქიმაძე), ჯიღაური (85. ლ. ჭელიძე), დეკანოიძე (83. ნ. კვასხვაძე), გაბედავა, ტატანაშვილი.

 

სათადარიგოები: რ. თევდორაძე, ლ. ჩიკვაიძე, ა. ივანიშვილი, გოგატიშვილი.

 

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

 

გაფრთხილება: გოგა (27) - გაბედავა (59)

 

არბიტრი: ლაშა სილაგავა



დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, დღეს, 22 დეკემბერს, საქართველოს სუპერთასის რიგით მე-13 გათამაშება გაიმართა. აქამდე, სუპერთასის 12 გათამაშებიდან ყველაზე მეტჯერ, 5-ჯერ თბილისის „დინამომ" მოიგო, „ზესტაფონმა" და თბილისის „ამერმა" ეს ტიტული 2-2-ჯერ მოიპოვეს, თითოჯერ კი ეს ტროფეი ბათუმის „დინამომ", თბილისის „ვიტ ჯორჯიამ" და რუსთავის „ოლიმპმა" აღმართეს. ახლა ამ გუნდების რიცხვს საჩხერის „ჩიხურა" შეემატა, რომელიც პირველად გახდა ქვეყნის სუპერთასის მფლობელი...

სუპერთასისთვის ტრადიციულად ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი იბრძვიან ხოლმე. თუმცა, ეს ტრადიცია მაშინ ირღვევა, როცა ჩემპიონი ანაც თასის მფლობელი ერთი და იგივე გუნდია. ამჯერადაც ასე იყო, გასული 2011-2012 წლების საფეხბურთო სეზონში საქართველოს ჩემპიონი თბილისის „დინამო" გახდა, ქვეყნის თასის ფინალიც ამ გუნდმა მოიგო და სხვათა შორის, ფინალში დედაქალაქურმა „დინამომ" სწორედ „ჩიხურას" სძლია. ასე რომ, საჩხერლებს, სუპერთასისთვვის ბრძოლაში, „დინამოს" წინააღმდეგ, დამატებითი მოტივაცია ჰქონდათ, მათ რევანში სწყუროდათ და ეს შეძლეს კიდეც...

სუპერთასისთვის ბრძოლის სტარტზე დინამოელები მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდნენ. ნახევარი ტაიმის განმავლობაში, თბილისელებმა იმერლები დაჯაბნეს, მაგრამ საგოლე მომენტები ქარს გაატანეს და ტაბლოზე ნულები დარჩა. სოსო ფრუიძის ბიჭებმა ნელ-ნელა თამაშიც გაათანაბრეს და მეორე ნახევარში ბრჭყალებიც გამოაჩინეს. 57-ე წუთზე კი ისტორიული გოლიც გაიტანეს - „დინამოს" საჯარიმოში შექმნილი არეულობით კარგად ისარგებლა „ჩიხურამ" და საჩხერელთა გუნდის მთავარმა მეგოლემ, დიმიტრი ტატანაშვილმა ანგარიში გახსნა. მიღებული გოლის შემდეგ, დინამოელებმა ანგარიშის გათანაბრება სცადეს, შანსიც არაერთი ჰქონდათ, მაგრამ იმერელთა მეკარე გიორგი სომხიშვილმა და მცველებმა, ბოლომდე მშრალად შეძლეს კარის შენახვა. ერთი სიტყვით, „ჩიხურამ" მოიგო და საქართველოს სუპერთასს პირველად დაეუფლა...

დაბოლოს, საქართველოს სუპერთასის მატჩის ვიდეომიმოხილვა ქვემოთ მითითებული ვიდეოლინკის მეშვეობით თავადვე შეგიძლიათ იხილოთ...

 

 

 

http://www.youtube.com/watch?v=3YY42LWDLZs


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016