reportiori.ge - ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც სააკაშვილმა ადეიშვილის ცოლს აჩუქა, გოროზიას 20 000 დოლარი დაუჯდა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 03:02
მედია
ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც სააკაშვილმა ადეიშვილის ცოლს აჩუქა, გოროზიას 20 000 დოლარი დაუჯდა!
ავტორი:
23 დეკემბერი, 2013. 18:17

გაზეთი „კვირის ქრონიკა" საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ საკუთარ 200 მილიონიან იახტაზე გადახდილი დაბადების დღეების ქრონიკას აქვეყნებს. როგორც ჟურნალისტი ხათუნა ელბაქიძე წერს, საუკეთესო მეგობრების ცოლებიდან მიშა სააკაშვილმა, ზურაბ ადეიშვილის მეორე ნახევარი გამოარჩია.


იუსტიციის ყოფილი მინისტრისა და აწ უკვე ინტერპოლის წითელი ცილკულარით ძებნილის, ზურაბ ადეიშვილის ცოლი, მაია მესხიშვილი, 2011 წლის 21 ნოემბერს 40 წლის გახდა. ადეიშვილმა ცოლის იუბილე, წყნეთში, სამთავრობო აგარაკზე გადაიხადა და 80-კაციან სუფრას ვანო მერაბიშვილი თამადობდა. სააკაშვილი დაბადების დღეზე გვიან მოვიდა, მხოლოდ 2 საათს გაჩერდა და გაიქცა. იმ დღეს შეპირდა იუბილარს, რომ აუცილებად მოუწყობდა სიურპრიზს. 2 დღის შემდეგ, 23 ნოემბერს ნაციონალებმა" ვარდების რევოლუციის" მე-8 წლისთავი იზეიმეს. აქ რომ მორჩნენ ღრეობას, სააკაშვილმა თავისი საძმო-სადაქალო და მათი მეუღლეები იახტა „სწრაფზე" დაპატიჟა, უპირველესად, ცხადია, ზურაბ ადეიშვილი და მაია მესხიშვილი.


ამჯერად მიშა და კომპანია საპრეზიდენტო თვითმფრინავით გადაფრინდნენ როტერდამში და „სწრაფი" სრულ მზადყოფნაში დახვდათ. მხოლოდ იახტაზე გაუმხილა მიშამ ადეიშვილის მეუღლეს, რომ ეს იყო მისი დაპირებული სიურპრიზი. მაია მესხიშვილის მეორე დაბადების დღეზე 20 კაცი იყო მიწვეული, თითქმის ყველა იმ „სასტავიდან", ვინც რაფაელ გლუქსმანის დაბადების დღეს ესწრებოდა და ასევე, მიშას რამდენიმე „მუზიკანტი", რომელთაც მუდამ თან დაათრევდა იახტაზე, როცა იქ რაიმე საზეიმო ხდებოდა. ეს ის ქართველი მომღერლები, მოცეკვავეები, მოდელები და კომედიანტები არიან, რომლებიც არც აქ აკლდებოდნენ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის" პიარ-აქციებს, ყველა ტელეარხზე ეგენი მღეროდნენ და ტაშ-ფანდურობდნენ, ყველა თოქშოუში ეგენი ისხდნენ და ლაქალებდნენ და ხალხს მათი ცქერით თვალებზე მართლა მაზოლი ჰქონდა ამოსული. თუ მათი ნახვა ისევ მოგინდათ, „რუსთავი 2"-ს მიეძალეთ! მიშა ამ მასხრებს სოლიდურადაც უხდიდა, ცხადია, ხალხის ჯიბიდან, და უპირველესად, საიდუმლოს შენახვას სთხოვდა, - არსად არ წამოსცდენოდათ, რომ სააკაშვილს არათუ საკუთარი იახტა ჰყავდა, საერთოდ, მასთან ერთად იახტაზე თუ იყვნენ ნამყოფნი. ცხადია, საიდუმლოს პირნათლად ინახავდნენ, ფული იქით იყოს, და ძმები ახალაიებისა და ვანო მერაბიშვილის შემხედვარეთ, საიდუმლოს გათქმის სურვილი რომელ ჭკუათმყოფელს დაებადებოდა? ისე გაუხდიდნენ საქმეს, მთელი ცხოვრება დააკარგვინებდნენ სიმღერისა და ხუმრობის ხასიათს, ცეკვაზე რომ არაფერი ვთქვა.

 

ზურაბ ადეიშვილის მეუღლის იუბილეზეც მაგრად გაინავარდა სააკაშვილმა, იახტაზე დროსტარებასა და ათასგვარ სიამოვნებას არ დასჯერდა და ადრიატიკის ზღვას მიაშურა. იახტით იტალიას „კრუგი" დაარტყა და კუნძულ სარდინიაზე გაჩერდა. იქ ერთი დღე დაჰყვეს ჩვენებურებმა, რამდენიმე ბარი და რესტორანი გამოიცვალეს, დაიმხვეს თავზე, რისი დამხობაც მოასწრეს და მერე იახტაზე დაბრუნდნენ. მაია მესხიშვილი თურმე იფიცებოდა, რომ მას ასეთი სასწაული დაბადების დრე არასდროს ჰქონია. მაია, გენაცვალე, ძალიან კარგად მესმის შენი. აბა, „ვარდების რევოლუციამდე" ზურაბ ადეიშვილი ხომ არაფერი იყო, ერთი მართლა კარგი იურისტის გარდა. ცოლად როცა გაჰყევი ზურას, იახტა მხოლოდ ტელევიზორში თუ გექნებოდათ ნანახი ორივეს და ამ დროს, რა არის არა, ცხოვრება? დაბადების დღე თავად შენი ქვეყნის პრეზიდენტმა გადაგიხადა, მიუხედავად იმისა, რომ თამადობა არ უყვარს, პირველი სამი სადღეგრძელოს თამადაც იყო და გვერდით იუსტიციის მინისტრის მეუღლე გეჯდა. ამას კიდევ ერთი სიურპრიზი დაამატე - სარდინიაზე მიშასგან ნაყიდი ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც თურმე ისე გიყვარს, რომ როცა საქართველოდან შვილებთან ერთად გაიქეცი, იმ რამდენიმე ნივთს გააყოლე, თითზე რომ ჩამოითვლება.

 

სხვათაშორის, როგორც ჩემმა წყარომ მიამბო, შენი დაბადების დღე თავის საჩუქრიანად, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატოს, ზაზა გოროზიას დაუფინანსებია. საიდან ჰქონდა 4500-ლარიან ხელფასიან გუბერნატორს 150 000 დოლარი მთელი ამ სამდღიანი ღრეობისა და შენი 20 000 დოლარიანი საჩუქრის დასაფარად, ეს შენს მეუღლეს ჰკითხე. მაგან ზეპირად იცის ქართული ელიტარული კორუფციის ანატომიაც და მისი მთავარი მოქმედი გმირებიც მისი შერჩეულნი არიან ძირითადად. ისე, ამ ზაზა გოროზიასიც მიკვირს, რაც მაგას იმ 2011 წელს, ადეიშვილის ცოლის დაბადების დღემდე აკადრა მიშამ. თავმოყვარეობა რომ ჰქონოდა, სულ ცოტა, ახლა პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით უნდა იჯდეს ციხეში. ეგ კიდევ, იმ ამბის შემდეგ, მიშას ხუნტრუცებსა და გრიალს აფინანსებდა", - წერს გამოცემა.


გაზეთი „კვირის ქრონიკა", N51 (23-29 დეკემბერი)

მოამზადა ლილუ მიროტაძემ


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016