reportiori.ge - საზოგადოება ბევრი ფაქტის მომსწრეა, როცა მერაბიშვილის, ადეიშვილის, კეზერაშვილისა და ახალაიას დავალებით გაჰყავდათ პატიმრები!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:50
მედია
საზოგადოება ბევრი ფაქტის მომსწრეა, როცა მერაბიშვილის, ადეიშვილის, კეზერაშვილისა და ახალაიას დავალებით გაჰყავდათ პატიმრები!
ავტორი:
23 დეკემბერი, 2013. 18:31

გასულ კვირას, „მატროსოვის"ციხის საკნიდან ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, მის გაყვანასთან დაკავშირებით, „ნაცების" მხრიდან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ამ თემას ეხმაურება გაზეთი „კვირის ქრონიკა" ნანა სულავას მასალით „მე, კეზერაშვილის პირადი პატიმარი ქალი, ღამის 4 საათზე გამიყვანეს საკნიდან და ალანიას კაბინეტში ბაჩო ახალაიას ტელეფონით მალაპარაკეს".


„როგორ თუ ვანო საკნიდან გაიყვანესო, „შეხტნენ" და გამოსარჩლება არა მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან, არამედ  ყველა დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლების მხრიდანაც მოითხოვეს. ცოტა დაუჯერებელია ეს ყველაფერი, ვინაიდან ასეთი მეთოდებით ციხეებში თვითონ „ნაცები" მუშაობდნენ მთელი ამ 9 წლის განმავლობაში და თუ დღესაც ასეა, მაშინ აფერუმ „ქართულ ოცნებას", თუ ცოდვაში ყელამდე მყოფი „ნაცების" გაკეთებულ ბინძურ საქმეებს აგრძელებენ", - წერს სტატიის ავტორი.


„ქრონიკას" ამ თემაზე ყოფილი პატიმარი ეთერ კვირიაშვილი დაუკავშირდა, რომლის საქმე სტრასბურგში იხილება, და იმავე „მატროსოვის" ციხეში მის თავს მომხდარი ჯერ კიდევ გაუხმაურებელი სკანდალური ფაქტის შესახებ მოუთხრო:

 

„დღევანდელი ხელისუფლების დანაშაული განა მარტო ის არ არის, რეალურად მართლაც მოხდა თუ არა ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა, არამედ მათი მთავარი, გამოუსწორებელი შეცდომა ისაა, რომ მათ „ნაციონალები" მთავარ ოპოზიციურ ძალად აქციეს, ისინი ამიტომ იგდებენ მასხრად ქართველ ერს, მათ ჰგონიათ, რომ საქართველოს მოსახლეობას ამნეზია დაემართა, არაფერი გვახსოვს და რასაც თვითონ აკეთებენ, იმას აბრალებენ სხვას. „ნაცებს" ავიწყდებათ, რომ მათი მმართველობის პერიოდში საზოგადოება ბევრად მძიმე ფაქტების მომსწრეა, როცა მერაბიშვილების, ადეიშვილების, კეზერაშვილებისა და ახალაიების დავალებით გაჰყავდათ პატიმრები საკნებიდან. მე, თქვენი მონა-მორჩილი, ეთერ კვირიაშვილი, კეზერაშვილის პირადი პატიმარი ვარ!

 

დაპატიმრების პირველ დღეს აგონიაში ვიყავი, იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის დაპატიმრება. ის არ ვიცოდი სად მოვხვდი, რადგან ფინანსური პოლიციის ცნობილმა ქილერმა პროკურორმა ნუგზარ სალიამ (ამჯერად „ქართული ოცნების" ღობეზე გადამძვრალმა პროკურორმა), მისი დავალება რომ ვერ შევასრულე, „მატროსოვის" ციხეში მიკრა 14 წლით თავი. პატიმრობის პირველ ღამეს, 4 საათზე, რკინის კარი ხმაურით გააღეს, ისე შემოცვივდნენ, ის შიში დღემდე მომყვება. მახსოვს, როგორ დამიყვირეს, „კვირიაშვილი, გაემზადეო"...სად მივყავდი არ მითხრეს. მხოლოდ საკანში მყოფი დანარჩენი პატიმრების ჩურჩული მესმოდა, „შემოგზავნილია, შემოგზავნილიო". ასეთ უდროო დროს, როგორც შემდეგ გავიგე, ადმინისტრაციის მხრიდან მართული პატიმრებიც გაჰყავდათ თურმე. პირველ ღამესვე ჩემზე მოახდინეს ფსიქოლოგიური ზეწოლა. ზუსტად ისე მოხდა, როგორც პროკურორი სალია დამემუქრა: „თუ საპროცესოს ხელს არ მოაწერ, „მატროსოვის" ციხე შორეული ციმბირის საბჭოთა ციხეებთან შედარებით, მონაგონი იქნებაო". აქვე აგიხსნით, პროკურორი სალია მაძალებდა, დამეთმო ჩემი კუთვნილი ქონება ქალაქის ცენტრში, რომელსაც ნაძირალა კეზერაშვილმა თვალი დაადგა და სალია უშუალოდ კეზერაშვილის დავალებას ასრულებდა. მეგონა ჩემ ახლობელზე უნდა ეთქვათ რამე, ამ დროს კი მომაწოდეს ტელეფონი და მესმის ახალგაზრდა მამაკაცის ხმა: „ჩემი სახელი ხმამაღლა არ თქვა მანდ, მე ვარ ბაჩო ახალაია, ახლა ვზივარ პოლიციის სამმართველოს უფროსთან და თქვენი გათავისუფლების საკითხზე ვმსჯელობით. ეს იყო 2006 წლის 9 სექტემბრის ღამე, მითხარით თქვენი ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრები, რომ შევთანხმდეთ, მათთან ერთდ  ჩვენ თქვენს ყველა ახლობელთან ერთად მოვაგავრებთ ამ საქმესო".


ჩემი პასუხი ასეთი იყო: ჩემებთან ტყუილად დარეკავთ, ოჯახში ფინანსებს მე განვაგებ და გადაწყვეტილებას მე ვიღებ-მეთქი. თუ პირადად შემახვედრებთ ჩემი ოჯახის წევრებს, რაც თქვენ არ გაგიჭირდებათ, მერე მივიღებ გადაწყვტილებას-მეთქი. ამაზე წინააღმდეგი წავიდა და ტელეფონიც გამითიშა. არ ვიცი, ის ნამდვილად ბაჩო ახალაია იყო თუ არა, ეს იცოდა მედიკო ალანიამ. ახლა ვეკითხები იმ ვაჟბატონებს, დღეს რომ გამოდიან და ყბედობენ, იქნებ ამიხსნან, ვანო მერაბიშვილი ჩემზე კარგი გვარიშვილობისა და განათლების მქონე ადამიანია?! 3 წელი და 8 თვე გავატარე იმ ჯოჯოხეთში და თითქმის ყოველდღე პოლკოვნიკი პაატა ქუთათელაძე მეუბნებოდა: „მანამ მე აქ ვარ, შენ ვერ გაიხარებ, თუ გადამიყვანეს, პატაკს დავწერ, რომ ვინც ჩემს ადგილზე მოვა, ისიც ასე მოგექცესო". პროკურორი სალია ყოველდღე მედიკო ალანიას კაბინეტში იჯდა და მთხოვდა, ხელი მომეწერა იმ ბინძურ გარიგებაზე და დამეთმო ქონება. ფაქტობრივად, "ნაცების" დავალებების შემსრულებელმა პროკურორმა ჩემთან ერთად მოიხადა სასჯელი. რომ არა უცხო ქვეყნის სასამართლო, იმდენ ხანს გამაჩერებდნენ ციხეში, სანამ უკანასკნელად საკანში არ ამოვისუნთქავდი",- აცხადებს გამოცემის რესპონდენტი.


„კვირის ქრონიკა", N51 (23-29 დეკემბერი)

მოამზადა ლილუ მიროტაძემ 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016