reportiori.ge - კოკი იონათამიშვილი: „ვურჩევ გიგი უგულავას მაქსიმალურად კონცენტრირდეს თბილისელების ინტერესებზე“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 03:15
პოლიტიკა
კოკი იონათამიშვილი: „ვურჩევ გიგი უგულავას მაქსიმალურად კონცენტრირდეს თბილისელების ინტერესებზე“
ავტორი:
29 ივლისი, 2013. 14:20

კოკი იონათამიშვილი დედაქალაქის მერის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას"ფესიბუქის:საკუთარ გვერდზე  გამოეხმაურა. „გიგი უგულავას მოსაზრება, რომ ნაციონალების საპრეზიდენტო კანდიდატი უკვე 1:0-ს უგებს ქართული ოცნების კანდიდატს, ორიოდ დღის წინ ერთერთ მთავარ სიახლედ იქცა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ გიგი უგულავა აპირებს აქტიურად ჩაერთოს დავით ბაქრაძის საპრეზიდენტო კამპანიაში? იმედი მაქვს, რომ არა. უგულავა თბილისელებმა მერად აირჩიეს დედაქალაქის წინაშე მდგარი პრობლემატური საკითხების ეფექტურად მოგვარებისთვის და არა იმისათვის რომ მისი დრო და ენერგია დაიხარჯოს პარტიის ცენტრალური ოფისის საქმიანობაში. მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ ზღუდავს ქალაქის მერს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისგან, ვურჩევ გიგი უგულავას მაქსიმალურად კონცენტრირდეს თბილისელების ინტერესებზე; გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ახალი ფორმაციის, მრავალპარტიულ საკრებულოსთან თანამშრომლობისკენ. რამოდენიმე თვეში არა მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნებია, არამედ მისაღებია თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი. ვიმედოვნებ გიგი უგულავა სწორედ დასახავს საკუთარ პრიორიტეტებს"-წერს კოკი იონათამიშვილი.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016