კოკი იონათამიშვილი დედაქალაქის მერის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას"ფესიბუქის:საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. „გიგი უგულავას მოსაზრება, რომ ნაციონალების საპრეზიდენტო კანდიდატი უკვე 1:0-ს უგებს ქართული ოცნების კანდიდატს, ორიოდ დღის წინ ერთერთ მთავარ სიახლედ იქცა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ გიგი უგულავა აპირებს აქტიურად ჩაერთოს დავით ბაქრაძის საპრეზიდენტო კამპანიაში? იმედი მაქვს, რომ არა. უგულავა თბილისელებმა მერად აირჩიეს დედაქალაქის წინაშე მდგარი პრობლემატური საკითხების ეფექტურად მოგვარებისთვის და არა იმისათვის რომ მისი დრო და ენერგია დაიხარჯოს პარტიის ცენტრალური ოფისის საქმიანობაში. მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ ზღუდავს ქალაქის მერს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისგან, ვურჩევ გიგი უგულავას მაქსიმალურად კონცენტრირდეს თბილისელების ინტერესებზე; გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ახალი ფორმაციის, მრავალპარტიულ საკრებულოსთან თანამშრომლობისკენ. რამოდენიმე თვეში არა მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნებია, არამედ მისაღებია თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი. ვიმედოვნებ გიგი უგულავა სწორედ დასახავს საკუთარ პრიორიტეტებს"-წერს კოკი იონათამიშვილი.