მომღერალი ეკა კვალიაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე მარინა ბერიძის პრესაში გახმაურებულ წერილს სათაურით "ნანი ბრეგვაძე რომ მირჩევნია ეკა კვალიაშვილს - ეს დასჯადია?" ეხმაურება. "უუუფფფფფ, დაგვღალა რა ამ ქალმა ,,ზენიჭიერებით". ვფიქრობ, საკუთარ ქმარს უმტკიცებს რაღაცეებს და ხალხზე იყრის ჯავრს. იცით რა, ქ-ნ მარინა, ყანჩელზე არავინ გედავებათ... კვალიაშვილი რომ სტეფანეებით, კახუჩელებით ჩაანაცვლეთ მაგაზეა საქმე. და ბოლოს, ვინ ხართ, რომ თქვენს გემოვნებაზე აეწყოს მთელი მუსიკალური სამყარო?"-წერს ეკა კვალიაშვილი
შეგახსენებთ, რომ 21 დეკემბერს შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი მარინა ბერიძეს საახალწლო კონცერტში მომღერლების დაბლოკვის გამო დაუპირისპირდნენ და დაკავებული პოზიციიდან მის განთავისუფლებას ითხოვენ. ამ საკითხმა ბოლო დროს მედიიდან სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა და პირადი შეურაცხყოფის ფორმა მიიღო.