ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში 26 დეკემბერს, ცნობილი ქართველი თურქოლოგის, იტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ნოდარ შენგელიას წიგნის „ოსმალური ვრცელი და მოკლე დავთრები ტაო-კლარჯეთის შესახებ (XVI-XVIII)" პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი, ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯომარე ქენან ილდირიმი და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
პროფესორი ნოდარ შენგელია არაერთი მონოგრაფიისა და სტატიის ავტორია. მან განსაკუთრებული როლი შესრულა სამეცნიერო მიმოქცევაში ოსმალური დოკუმენტებისა და ნორმატიული აქტების შემოტანით. ეს მასალები არა თუ ავსებს ქართულ ისტორიოგრაფიას, არამედ მნიშვნელოვნად ცვლის მის ზოგიერთ დეტალსაც. ამასთანავე აღსანიშნავია, მისი მრავალწლიანი პედაგოგიურ მოღვაწეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი ახალი წიგნი „ოსმალური ვრცელი და მოკლე დავთრები ტაო-კლარჯეთის შესახებ (XVI-XVIII)" საინტერესოა არა მხოლოდ სამეცნიერო საზოგადოებისთვის, არამედ ისტორიით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან თბილისის იუნუს ემრეს თურქული კულტურის ცენტრი, კავკასიისა და აღმოსავლეთის კვლევის ცენტრი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.