დღეს, საქართველოს ეროვნული მუზეუმი ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნება გამოფენა სახელწოდებით „ძველი საქართველოს მონუმენტური მხატვრობა და მისი მოამაგენი" .
გამოფენაზე დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა იხილოს სხადასხვა წლებში მრავალი ცნობილი მხატვრისა და მკვლევარის მიერ დაღუპვას გადარჩენილი მონუმენტური მხატვრობის ნიმუშები. წარმოდგენილი ექსპონატები სრულად გადმოსცემს შუა საუკუნეების მდიდარი ქართული კულტურის, მხატვრულ სტილთა და სკოლათა მრავალფეროვანსა და მომხიბვლელ სურათს.
შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური მხატვრობის შესწავლისა და გადარჩენის ასწლოვან ისტორიას საფუძველი ექვთიმე თაყაიშვილმა ჩაუყარა. მისი თაოსნობით XX საუკუნის დასაწყისიდა შეიქმნა ქართული ფრესკის ასლების პირველი კოლექცია, რომელსაც წლების განმავლობაში ასრულებდნენ მხატვრები ა.ეისნერი, ქ.კრონი, ჰ.ჰრინევსკი, თ.კიუნე, გ.ხმალაძე, ს.პოლტორაცკი, ა.გარიბჯანიანი და მათ შორის, ახალგაზრდა დავით კაკაბაძე. 1916 წლიდან ამ წამოწყებას შეუერთდნენ ლადო გუდიაშვილი, მოსე და ირაკლი თოიძეები, გიორგი ერისთავი, მიხეილ ჭიაურელი, შალვა ქიქოძე და დიმიტრი შევარდნაძე.
საქართველოს ეროვნულ მუზეუმს მოზაიკური მხატვრობისა თუ ფრესკების დედნების გადარჩენის ტრადიციაც უკავშირდება. რაც 30-იანი წლებში დიმიტრი შევარდნაძის თაოსნობით დაიწყო.