ლტოლვილტა და განსახლების მინისტრი, დავით დარახველიძე ღოღობერიძის ქუჩაზე მე-13 სკოლიდან სოციალურად დაუცველების გამოსახლებას გამოეხმაურა. შვიდ სოციალურად დაუცველ ოჯახს, ჯანდაცვის სამინისტრომ კოჯორში ფართები შესთავაზა, რაც შეეხება დანარჩელ 30 ოჯახს, მინისტრის განცხადებით, ისინი სოციალურად დაუცველები არ არიან და მათ საკუთრებაში საცხოვრებელი ფართები უკვე რეგისტრირებულია. „ის ადამიანები, რომლებიც უკანონოდ, თვითნებურად შეიჭრნენ ამ ობიექტებში თანაგრძნობას არ იმსახურებენ. შესწავლილი მასალებით აღმოჩნდა რომ ზოგს რამდენიმე ადგილზე აქვს დარეგისტრირებული საცხოვრებელი ფართი, რაღაც ფორმით ეს ბიზნესად აქციეს. მართლაც სოციალურად დასაცავი ოჯახებისთვის მოძიებული იქნა ალტერნატიული ფართები." -აცხადებს დარახველიძე. თბილისში, დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების გადანაწილებასთან დაკავშირებით, ვაჟა-ფშაველას 16 ნომერში, სპეციალურად გახსნილ ოფისში განცხადებების მიღება დღეიდან დაიწყო.