reportiori.ge - ხათუნა ხოფერია: გარდაცვლილ ჟვანიას კეფაზე ნატყვიარის მსგავსი დიდი ჭრილობა ჰქონდა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:36
მედია
ხათუნა ხოფერია: გარდაცვლილ ჟვანიას კეფაზე ნატყვიარის მსგავსი დიდი ჭრილობა ჰქონდა!
ავტორი:
24 დეკემბერი, 2013. 15:25

კულუარული ინფორმაციით, ჟვანიას საქმეში უკვე არსებობს მთავარი მოწმე, რომელიც ჰყვება, თუ როგორ და რა ვითარებაში მოკლეს ზურაბ ჟვანია. შესაძლოა, გამოძიებისთვის ამ საკითხთან  დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია ყოფილი პრემიერის დაცვის ყოფილ უფროსს, კობა ხარშილაძესაც მიეწოდებინა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარემოცვა ამბობს, რომ ჟვანიას ცხედარს ძალადობის კვალი ემჩნეოდა. კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ზურაბ ჟვანიას ყოფილი თანაგუნდელი ხათუნა ხოფერია აცხადებს, რომ ხარშილაძემ პროკურატურას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.

 

ჩემი აზრით, კობა ხარშილაძემ პროკურატურას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. ამჯერად ის გასცემდა პასუხს კითხვას, რატომ ჰქონდა ზურას ტუჩთან ღრმა ნაჭდევი. თავის დროზე ხარშილაძემ თქვა, რომ მან გაზით გაგუდულ პრემიერს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა გონზე მოსაყვანად. გამორიცხულია, ასეთი დაზიანება ადამიანს ხელოვნური სუნთქვის ჩატარების გამო მიეღო. ხარშილაძეს ბევრი რამის გამო მოუწევს პასუხისგება, სულ ცოტა, იმ სამსახურებრივი გულგრილობისთვის, რაც გამოიჩინა. ის ვალდებული იყო პრემიერ-მინისტრის სიცოცხლე და უსაფრთხოება დაეცვა. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, ცხედარს კეფაზე, მარჯვენა მხარეს, ნატყვიარივით დიდი ჭრილობა ჰქონდა, რომელსაც სქელ ფენად გრიმი ედო. როცა ვკითხეთ ოფიციალურ პირებს მიზეზი, გვითხრეს, ეს უხეშად ჩატარებული ტრეპანაციის შედეგიაო",- აცხადებს პრემიერის ყოფილი თანაგუნდელი.


მოამზადა ლილუ მიროტაძემ


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016