reportiori.ge - უჩა ნანუაშვილი პარლამენტს ანგარიშს წარუდგენს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:46
პოლიტიკა
უჩა ნანუაშვილი პარლამენტს ანგარიშს წარუდგენს
ავტორი:
29 ივლისი, 2013. 15:41

პარლამენტის ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი 2012 წლის ანგარიშს წარადგენს. დაახლოებით 700 გვერდიან დოკუმენტში საუბარია ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით გამოვლენილ ფაქტებზე, რომლებზეც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დადგენილების პროექტი მოამზადა, რომლის თაობაზე კანონმდებლები ხვალ იმსჯელებენ. ეკა ბესელიას კომიტეტის მიერ მომზადებულ დოკუმენტში საუბარია, რომ სახელმწიფოს მიერ საკუთრების ხელყოფის და მაღალი ინტერესის მქონე დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით პარლამენტმა საგამოძიებო კომისია უნდა შექმნას. ასევე, საკანონმდებლო ორგანო პროკურატურას რეკომენდაციით მიმართავს, ლაფანყურის სპეცოპერაციაზე წარმოებულ გამოძიებაში მონაწილეობა არ მიიღონ პირებმა, რომლებიც აღნიშნულ საქმესთან რაიმე ფორმით იყვნენ დაკავშირებული. ამასთან, პარლამენტი შსს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვისა და რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციის ნიშნების შემცველი მოპყრობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ბოლომდე მიყვანის რეკომენდაციით მიმართავს.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016