reportiori.ge - გიორგი გაბაშვილი: გიორგი მარგველაშილი არ უნდა ამოეფაროს ბიძინა ივანიშვილს და თავად უნდა გამოვიდეს პოლიტიკურ ასპარეზზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:52
პოლიტიკა
გიორგი გაბაშვილი: გიორგი მარგველაშილი არ უნდა ამოეფაროს ბიძინა ივანიშვილს და თავად უნდა გამოვიდეს პოლიტიკურ ასპარეზზე
ავტორი:
29 ივლისი, 2013. 15:49

პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის გასამართი დებატების თემაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გიორგი გაბაშვლმა ბრიფინგი გამართა. ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, საზოგადოებრივივ ინტერესს დღეს, გიორგი მარგველაშვილსა და დაით ბაქრაძეს შორის  დებატები წარმოადგენს. მისივე განცხადებით ეს იქნება კარგი საშუალება იმისათვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს როგორია მათი ხედვა ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა ბატონდმა, გიორგი მარგველაშვილმა ფაქტიურად უარი განაცხადა ჩვენი კანდიდატის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის დავით ბაქრაძის შეთავაზებაზე, რომ დაინიშნოს და ჩატარდეს მთელი სერია დებატებისა,  გიორგი მარგველაშვილსა და დავით ბაქრაძეს შორის ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ისეთი როგორიც არის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, პრეზიდენტის ფუნქცია და მთავრობის კონტროლის უნარი. ეს არის ყველა ის საკითხი რომელიც წარმოადგენს საზოგადოების ინტერესს. ჩვენთვის ძალიან გასაკვირია რატომ აცხადებს უარს გიორგი მარგველაშვილი ამ ტიპის დებატებზე . ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი დღეს არის ის, რომ გიორგი მარგველაშვილსა და დაით ბაქრაძეს შორის ჩატარდეს დებატები, სადაც გამოჩნდება ორი ხედვა,  როგორ განვითარდეს ქვეყანა და ამ დებატებში გამოვლინდება ქართული საზოგადოების თვალში რომელი კანდიდატი ჯობია, ბიძინა ივანიშვილის მიერ შერჩეული გიორგი მარგველაშილი თუ პრაიმერის, ფართო მსჯელობის და მთელი პარტიული ორგანიზაციის მიერ არჩეული დავით ბაქრაძე. ვფიქრობთ გიორგი მარგველაშილი არ უნდა ამოეფაროს პრემიერ ბიძინა ივანიშვილს და თავად უნდა გამოვიდეს პოლიტიკურ ასპარეზზე და თავის ხედვა და პოლიტიკური პირობები წარმოადგინოს," - განაცხადა  გიორგი გაბაშვილმა.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016