reportiori.ge - მიხეილ სააკაშვილი: არ მინდა, საქართველო წავიდეს უკან პოსტსაბჭოთა ჭაობში ჩაფლობისკენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:31
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: არ მინდა, საქართველო წავიდეს უკან პოსტსაბჭოთა ჭაობში ჩაფლობისკენ
ავტორი:
29 ივლისი, 2013. 16:23

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არ უნდა გამოვიდეს ისე, რომ „პირველ ოქტომბერს ჩვენ ციხეებში ძალადობაზე კი არ ვთქვით უარი, არამედ განვითარებასა და პროგრესზე".  ამის შესახებ სააკაშვილმა სინგაპურში ვიზიტისას განაცხადა. როდესაც ვსაუბრობთ სინგაპურზე, სულ მახსენდება, რომ ეს ქვეყანა, როცა იწყებდა ამ ყველაფრის განვითარებას, იყო ყველაზე უფრო ღარიბ აფრიკულ ქვეყანაზე უფრო ღარიბი, უბრალოდ დაიჯერა ხალხმა, რომ შრომით, დისციპლინით, აგურზე აგურის დადებით შეიძლება ამ ყველაფრის მიღწევა და მათ შექმნეს მსოფლიოში ყველაზე მდიდარი სახელმწიფო ნავთობის და გაზის გარეშე - ყველაზე განვითარებული, ყველაზე უფრო დახვეწილი, ყველაზე უფრო კარგი განათლებით ახალგაზრდებისთვის, ერთ-ერთი ყველაზე კარგი ჯანდაცვით მსოფლიოში, პრაქტიკულად ნულოვანი უმუშევრობის დონის ეკონომიკით. ყველა აქ არის დასაქმებული. მე როდესაც ამაზე ვსაუბრობ, მე მიმაჩნია, რომ საქართველო ბოლო წლებში მიდიოდა ამ მიმართულებით. ამათ დასჭირდათ 40 წელი. ჩვენ რასაც მივაღწიეთ 8 წელიწადში, იმ პირობებში, როცა გვქონდა რუსეთის ემბარგო (თუმცა სინგაპურსაც არ ჰქონდა დალხენილი საერთაშორისო ვითარება), შიდა და გარე არუელობა და ამის მიუხედავად ყოველ წელს იზრდებოდა ეკონომიკა, მივიღეთ პოზიტიური საემიგრაციო ბალანსი, უფრო მეტი ბრუნდებოდა საქართველოში, ვიდრე მიდიოდა, ავაშენეთ ახალი ქალაქები. კიდევ რომ 20-30 წელი გაგრძელდეს ასეთი უწყვეტი განვითარება, ჩვენ ნამდვილად არ ვიქნებით ინფრასტრუქტურულად ამ ქალაქზე ნაკლები. შეიძლება, შემოსავლებით ვერ დავეწიოთ, მაგრამ საერთო დონით, განვითარებით, ძალიან ბევრ რამეში დავეწევით. ჩვენ უნდა ვირწმუნოთ და მე მჯეროდა და დღესაც მწამს, რომ საქართველოში ეს შესაძლებელია. როგორც ბევრი ქართველი მეუბნება, რომ სანამ ბათუმში არ ჩავედი და არ ვნახეთ ჩვენი თვალით, არ გვჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო. რა თქმა უნდა, სინგაპურიც შეიძლება, ათასჯერ აჩვენო და იტყვიან, რომ მორიგ თავის ფანტაზიებს გვიყვება, მაგრამ დღეს ყველა სინგაპურელი ჩვენი კოლეგა გვეუბნებოდა, რომ საქართველოში რაც ხდებოდა, ის არის ძალიან მსგავსი იმისა, რასაც აკეთებდა სინგაპური. მე არ მინდა, რომ გამოვიდეს ისე, რომ პირველ ოქტომბერს ჩვენ ციხეებში ძალადობაზე კი არ ვთქვით უარი, არამედ ამ განვითარებაზე, ამ წინსვლაზე, ამ პროგრესზე და საქართველო წავიდეს უკან პოსტსაბჭოთა ჭაობში ჩაფლობისკენ. ამიტომ ყველამ უნდა გავაანალიზოთ, რა მოხდა ზუსტად, ვიფიქროთ, როგორ გამოსწორდეს სიტუაცია, შეჩერდეს ეკონომიკური ვარდნა და გაგრძელდეს საქართველოს საქართველოს სწრაფი განვითარება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი, რასაც სინგაპურში ვუყურებთ, არის გაკეთებადი. ჩვენ არავიზე ნაკლებად ნიჭიერი ხალხი არა ვართ და ტყუილად ჩაგვაგონებენ, რომ ვართ უნიჭი, განუვითარებელი ხალხი, რომ საქართველო არის პატარა სოფელი და რომ ქართველი ხალხის გონებრივი შესაძლებლობები და ცუდი ტრადიციებიები განვითარების საშუალებას არ მოგვცემს - ეს ყველაფერი არის სრულიად მიუღებელი და არასწორი. მე ვნახე მშრომელი, მოაზროვნე, კარგი გაგებით ამბიციური საქართველო ბოლო წლებში და ასეთი საქართველო უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016