შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრში 30 დეკემბრიდან სპექტაკლის „უფლისწული და მათხოვარი" პრემიერა გაიმართება.
„სპექტაკლი მარკ ტვენის პიესის მიხედვით დაიდგა. დადგმის ხელმძღვანელი რობერტ სტურუაა, რეჟისორი - ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. მე ვასრულებ ჰან ფრის როლს, რომელიც არის პრინცის მარჯვენა ხელი", - აღნიშნა თეატრის მსახიობმა ედმონდ მინაშვილმა „რეპორტიორთან" საუბარში.
სპექტაკლში მსახიობები - ლელა ახალაია, ზაალ ბარათაშვილი, ლევან ბერიკაშვილი, მანანა გამცემლიძე, დავით გოცირიძე, ანდრია თავბერიძე, კახა კუპატაძე, გელა ლეჟავა, ნინო მაყაშვილი, ალექსანდრე მიკუჩაძე-ღაღანიძე, ედმონდ მინაშვილი, ირაკლი სანაია, ტრისტან სარალიძე, ქეთი სვანიძე, ბექა სონღულაშვილი, ჯემალ ღაღანიძე და ქეთი ხიტირი თამაშობენ.
სპექტაკლის დეკორაცია და კოსტიუმები დამზარებულია რუსთაველის თეატრის სახელოსნოებში.
მხატვარი - მირიან შველიძე, ქორეოგრაფი - მარიამ ალექსიძე, მუსიკალური გაფორმება ია საკანდელიძის, სპორტული ილეთები კი კახა ხოშტარია ეკუთვნის.
რუსთაველის თეატრში სპექტაკლის ჩვენება 30 დეკემბრიდან 6 იანვრის ჩათვლით გაიმართება 12:00 და 15:00 საათზე.