„არასოდეს ვყოფილვარ „ნაცმოძრაობის" წევრი, მხოლოდ მათი ფრაქციის წევრი ვიყავი. მაჟორიტარად დამასახელეს და პარტიაზე ორჯერ მეტი ხმა ავიღე" - აცხადებს ირაკლი შიხიაშვილი „ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში. თბილისის ახლად არჩეული საკრებულოს თავმჯდომარე უარყოფს, რომ იგი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაახლოებული პირია და მისი დახმარებით საკრებულოს წევრებს ატერორებდნენ - „ეს აღვირახსნილი კამპანია, პირველმა, გიგი უგულავამ დაიწყო. ეს არის სისულელე! „ნაციონალებიდან" გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი და სარისკო ნაბიჯი იყო "- აცხადებს ირაკლი შახიაშვილი. როგორც მან აღნიშნა, არასოდეს ჰყოლია ზონდერები და შესაბამისად, არასოდეს გაუშვია ისინი ხალხის დასარბევად - „ძალიან ცუდ დღეში ვარ, იმაზე მიწევს თავის მართლება, რაც არ გამიკეთებია. ადრე თუ გვიან, ყველაფერი ჩაივლის და ხალხი საბოლოოდ გაიგებს სიმართლეს" - განაცხადა შიხიაშვილმა.