კულტურა
კონსერვატორიაში საორღანო მუსიკის კონცერტი გაიმართება
ავტორი: სოფო როშნიაშვილი
25 დეკემბერი, 2013. 16:16
დღეს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში საორღანო მუსიკის კონცერტი ფესტივალ „საახალწლო მუსიკალური შეხვედრების" ფარგლებში გაიმართება.
მსმენელის წინაშე თბილისში დაბადებული და ამჟამად რუსეთში მოღვაწე ორღანისტი გარი ეპრიკიანი წარსდგება. ის ბუქსტეხუდეს, ბახის, მენდელსონის, კუშნარევის, სტროგანოვის და აივზის ნაწარმოებებს შეასრულებს.
გარი ეპრიკიანი რუსეთის და საერთაშორისო ფესტივალების მუდმივი მონაწილეა, სადაც გამოდის როგორც სოლო პროგრამით, ასევე ანსამბლებში.
ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" 1997 წელს დაარსდა. იგი ყოველწლიურად იმართება დეკემბრის მეორე ნახევარში და ორი კვირა გრძელდება.
13 თებერვალი, 2016. 13:40
12 თებერვალი, 2016. 00:11
09 თებერვალი, 2016. 00:52
08 თებერვალი, 2016. 17:08
08 თებერვალი, 2016. 16:03
08 თებერვალი, 2016. 12:02
04 თებერვალი, 2016. 12:00
04 თებერვალი, 2016. 11:23
03 თებერვალი, 2016. 12:30
03 თებერვალი, 2016. 04:27
31 იანვარი, 2016. 01:21
29 იანვარი, 2016. 21:29
29 იანვარი, 2016. 02:50