reportiori.ge - გრიშა ონიანი: იოდი, კლიმაქსი, სვანები და მარიკა კახაძე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:24
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
გრიშა ონიანი: იოდი, კლიმაქსი, სვანები და მარიკა კახაძე
ავტორი:
25 დეკემბერი, 2013. 18:51

რას არ წაიკითხავ და რას არ გაიგებ და დაინახავ, მაგრამ რაც პირველი სვანის „უშგულელ" ჯანსუღ ჩარკვიანის გაზეთ „ქართულ სიტყვაში" წავიკითხე წარმოუდგენელია... თურმე მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ქართველები აცრილი ყოფილან იუმორზე და ამას ყველაფერს იოდის ნაკლებობას აბრალებენ, ქალბატონმა მარიკა კახაძემ ალბათ არ იცის, რომ სვანებზე გავრცელებული ანეგდოტების ნახევარზე მეტი ბატონ ჯანსუღ ჩარკვიანს და სოსო ჯაჭვლიანის მიერ არის შეთხზული. ქართულ იუმორს ფშავ-ხევსურულმა კაფიამ ჩაუყარა საფუძველი, რომლის ბუნებრივ გაგრძელებასაც სვანეთის საუკუნოვანი იუმორი აგრძელებდა. რაც შეეხება იოდის ნაკლებობას სვანებში, რამაც იუმორის გრძნობა გააქრო სიმართლეს არ შეეფერება. იოდის ნაკლებობა იუმორს კი არ აქვეითებს, ქოლესტერინის შემცვლელობას სისხლში და გამოყენებულია ათეროსკლეროზის სამკურნალოდ. ქალბატონო მარიკა, თქვენ ჩემი უსაყვარლესი ჟურნალისტი ბრძანდებით, ჩვენი უახლოესი ისტორიის მცოდნე და ბრწყინვალე გამშუქებელი, მარტო ვასილ მჟავანაძის პატივისცემა გეყოფა ქართველების შესაშურებლად. მინდა დიდხანს იყო აქტიური ჟურნალისტი და იქნებ დაიწყო იოდის მიღება ინტენსიურად, თორემ აშკარად გეტყობათ მისი ნაკლებობა. სვანებს და კერძოდ სოსო ჯაჭვლიანს საკმარისზე მეტი იოდის რაოდენობა აქვს ორგანიზმში და ამიტომ მისი შეუმჩნევლობა კიდევ უფრო აძლიერებს თქვენს ორგანიზმში ათეროსკლეროზის ნიშნებს.რაც შეეხება კლიმაქსს: ქართველი კლასიკოსი კონტანტინე გამსახურდია წერდა: „რამდენი რომანის გმირიც მოვკალი, იმდენჯერ ჩემი სიცოცხლე დავასრულეო". დიახ კლასიკოსი თავისი გმირის სიცოცხლით ცხოვრობდა. თქვენ როდესაც სოსო ჯაჭვლიანის კლიმაქსს აღწერთ, შეუძლებელია ეს გარედან მაყურებელმა ადამიანმა გადმოსცეს, ამიტომ გონივრული ეჭვი გამაჩნია, რომ თქვენ დაწყებული გაქვთ არც თუ ისე სასურველი მოვლენები ქალის ცხოვრებაში, რასაც კლიმაქსი ჰქვია. თვითონ კლიმაქსი ბერძნული სიტყვაა და კიბის საფეხურს ნიშნავს. თქვენ უკვე იმ საფეხურზე ახვედით, სადაც სოსოებრივ მოწიფულობიდან ხანშიშესულობამდე გადასვლის პერიოდი იწყება. სწორედ მაშინ იწყება: ალები, - სახის, კისრის, გულმკერდისა და კეფის მიდამოს უეცარი გაწითლება, რასაც თან სდევს შეხურების შეგრძნება. მე არ ვიცი რამდენად შეგახურებთ ჩემი პატარა შენიშვნები, მაგრამ ის კი ვიცი ოფლს მაინც მოგიდენთ. კაცებშიც რა თქმა უნდა არის კლიმაქსის გამოვლინებები, მაგრამ ისინი ბევრად ფარულია და შეუმჩნეველი ვიდრე ქალებში. სოსო ჯაჭვლიანის მიერ გამოვლენილი სადებატო აგრესია არ მგონია კლიმაქსს მიეწერებოდეს, რადგან საქმე ეხებოდა ტრაგედიას, რომლის მსგავსი, ტოლი და სწორი უბედურება თვით ხალხს ომის დროსაც არ დატეხია სვანეთის თავზე და ამ მოვლენის კლიმაქსად მონათვლა არა თუ უკლიმატო, თვით რთულად მომღიმარე კლიმაქსიან ქალისგანაც გადაჭარბებულია.და თუ მარიტას ხალხიდან მოკვეთა გენიოსი თენგიზ აბულაძის ჩანაფიქრით კლიმაქსიანი ციციკროეს ქცევის შედეგია, ამის გამხმოვანებელიც რთულად მიმდინარე კლიმაქსიანი ქალბატონის აზროვნების პროდუქტია.გამოვხატავ რა სვანი და მთელი მაღალმთიანი მოსახელობას  ინტერესებს - მოგმართავთ ქალბატონო მარიკა, ცოტა ხანი შეისვენეთ ეს სავალდებულო ქალური დაავადებაც გადაგივლით და ჟურნალისტურ საქმიანობასაც შემდეგ გააგრძელებთ.და თუ სოსო ჯაჭვლიანის კლიმაქსის არქონაში მაინც ვერ დაგარწმუნეთ, ეს კარგად შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი ქალური „კდემამოსილების" და პირადად დარწმუნდებით, რომ სოსო ჯაჭვლიანს კლიმაქსის პრობლემა არ გააჩნია.მიუხედავად სოსოს საქვეყნოდ ცნობილ ოჯახური ტრადიციების დამცველ პიროვნებად აღიარებისა, ის მაინც არ დაგზარდებათ ჩაგიტაროთ მამაკაცისათვის არც თუ ისე სასირცხვილო პროცედურა და თუ მაინცდამაინც იოდის ნაკლებობასაც განიცდით, საკუთარი მოჭარბებული დოზიდან ცოტას გიწილადებთ.

                                                                                                           გრიშა ონიანი

                                        

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016