ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავს დიანა ღურწკაიას, რომელიც ქმართან და შვილთან ერთად ახალი წლის შეხვედრას შეერთებულ შტატებში აპირებდა, საელჩომ ვიზაზე უარი განუცხადა და მიზეზად პასპორტში ჩაკრული სათვალიანი ფოტო დაუსახელა.
დიპლომატიურ უწყებაში დიანას განუცხადეს, რომ ვიზას მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცემდნენ, თუ მომღერალი პასპორტში უსათვალო ფოტოს ჩააკრავდა. როგორც გამოცემა Hეარტ.რუ იუწყება, 35 წლის მომღერლის ქმარს - ადვოკატ პეტრე კუჩერენკოსა და ოჯახის სხვა წევრებს ვიზები უკვე ჩაურტყეს, მაგრამ დიანას - არა.
„აღშფოთებული ვარ ამ სიტუაციის გამო", - განაცხადა პეტრე კუჩერენკომ.
დიანა ღურწკაიას მეუღლემ ამერიკელი ელჩის, მაკფოლის მისამართით წერილიც დაწერა, სადაც დაწვრილებით აღწერა სიტუაცია და საკითხის განხილვა მოითხოვა.
„ძალიან უცნაური არაპოლიტკორექტული შემთხვევაა, - წერს კუჩერენკო, - დიანა ყველა დოკუმენტსა და ადრინდელ ვიზებში მუქ სათვალეებშია გადაღებული - და არა მოდისთვის, ან ახირებისთვის. ეს ჩემი მეუღლის ცხოვრებაა, გამოცდით სავსე ცხოვრება", - წერს მომღერლის მეუღლე მაკფოლისთვის მიწერილ წერილში.
პეტრე კუჩერენკომ ასევე განაცხადა, რომ მეუღლისთვის ვიზის არგაცემის შემთხვევაში, ის სხვა ოჯახის წევრების ვიზების გაუქმებას მოითხოვს. თუმცა, როგორც ჩანს, დიანა ღურწკაიას მეუღლის თხოვნამ ამერიკულ საელჩოში არანაირი თანაგრძნობა არ გამოიწვია.
კუჩერენკოს თხოვნაზე საკმაოდ თავშეკავებული პასუხი მივიდა, სადაც აშკარად ჩანს, რომ საელჩო დათმობაზე წასვლას არ აპირებს.(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)