„კვირის პალიტრა" ნეწს.ამ-ის მიხედვით მასალას აქვეყნებს, სადაც ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და ეთნოგრაფი რაფაელ ნააპეტიანი აცხადებს, რომ თოვლის ბაბუას სომხური ფესვები აქვს.
რაფაელ ნააპეტიანის თქმით, ეს დღესასწაული სათავეს იღებს ჩვ.წ.აღ-მდე 2492 წლიდან, ანუ იმ დროიდან, როდესაც ბიბლიის მიხედვით, ნოეს კიდობანი არარატის მთაზე გაჩერდა.
რაფაელ ნააპეტიანმა აღნიშნა, რომ თოვლის ბაბუა ნიკოლოზ საკვირველმოქმედია და მოხსენიებულია, რომ ის 280 წელს დაიბადა და რომ სომხური წარმოშობის იყო.
„ის კურნავდა ადამიანებს და მისი ვიზიტი ყველასთვის სასიამოვნო იყო. მოგვიანებით, მან მიიღო სახელი თოვლის ბაბუა. რუსული თოვლის ბაბუის სახე კი თავდაპირველად იყო უარყოფითი, რადგან ის გარშემო ყველაფერს ყინავდა. მოგვიანებით ის კეთილი გახდა და ხალხისთვის ბედნიერება მოჰქონდა", - აღნიშნა ეთნოგრაფმა.(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)